დამსაქმებელისთვის დიპლომების წარდგენა QR-კოდის მეშვეობით გახდება შესაძლებელი

დამსაქმებელისთვის დიპლომების წარდგენა QR-კოდის მეშვეობით გახდება შესაძლებელი

საქართველო განათლების სისტემაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ინტეგრირების პროექტი.

პროექტი გულისხმობს სკოლის ატესტატის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების დიპლომების ბლოკჩეინ სისტემაში რეგისტრაციას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური QR-კოდის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს პოტენციური დამსაქმებელისთვის სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენასა და დადასტურებას. ინფორმაცია თავმოყრილი იქნება ერთიან სისტემაში, რომელშიც გარანტირებული იქნება მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოება.

პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *