The Guardian-მა საქართველო 2020 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე სამოგზაურო მიმართულებად დაასახელა

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა საქართველო 2020 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე სამოგზაურო მიმართულებს შორის დაასახელა. სიაში, საქართველოს გარდა, დასახელებულია მარაკეში (მაროკო), კამპალა (უგანდა), ლოს-ანჯელესი (აშშ), ბრიუსელი (ბელგია), გლაზგო (შოტლანდია), ტოკიო (იაპონია), ციურიხი (შვეიცარია).

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს დედაქალაქმა “ახალი ბერლინის” სახელწოდების მოპოვება უკვე შეძლო, რადგან ქალაქი გამოირჩევა ხელოვნებით, მოდის პატარა მაგრამ საინტერესო ინდუსტრიით და ანდერგრაუნდ საკლუბო მუსიკით.

ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანა გამოირჩევა მრავალფეროვანი სტილით, რომლის დაბრუნებაც ქვეყანამ შეძლო საბჭოთა ოკუპაციის დამთავრების შემდეგ. ქალაქში შეხვდებით ნამდვილად კრეატიულ შემოქმედებს, რომლებიც ნებისმიერ მასალაზე მუშაობენ და საინტერესო ნაშრომებს ქმნიან. 

შემოქმედებითობა იგრძნობა იმ აგილების და კულტურული სივრცეების დიზაინშიც, რომელიც გვხვდება როგორც დედაქალაქში ასევე მის ფარგლებს გარეთ. საბჭოთა კავშირის დროინდელ შენობებს შეუდარებელი იერსახე აქვთ მიცემული. დღეს ამ შენობებში, მაგალითად საბჭოთა დროინდელ ქარხნებში, სტამბებში განთავსებულია კულტურული და გასართობი ადგილები, მაგალითად კაფე “სტამბა”, კლუბი “ბასიანი”, “Rooms Hotel”, “Fabrika”.

წყარო: The Guardian

ჩვენ გირჩევთ

Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება გასამმაგდა

Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

Amazon-ი ცდილობს ხელი საკრედიტო ბარათად აქციოს

წინა სტატია

Spanish Billionaire Sentenced For Smuggling With His Superyacht
24 January, 2020

შემდეგი სტატია

The best-designed travel destinations for 2020
24 January, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker