იაპონიის ეკონომიკა მცირდება

იაპონიის ეკონომიკა რეცესიის საფრთხის წინაშეა, ახალმა კორონავირუსმა კი ამას შესაძლოა ხელი კიდევ უფრო შეუწყოს.

მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკა 2019 წლის მეოთხე კვარტალში 1,6%-ით შემცირდა. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები იაპონიის მთავრობამ ორშაბათს გამოაქვეყნა. ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა გასული წლის ბოლო სამ თვეში შენელდა, არ ყოფილა მოულოდნელობა.

ანალიტიკოსები ამ მონაცემებს ელოდებოდნენ იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა მოგების გადასახადი და ქვეყანა ასევე მნიშვნელოვნად დააზარალა ტაიფუნმა “ჰაგიბისმა”. 

“რეცესია ახლა თითქმის გარდაუვალია”, - განაცხადა ING-ის ეკონომისტმა რობერტ კარნელმა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოს შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ჩინეთი გლობალური ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. როდესაც 2004 წელს  SARS-ის ეპიდემია დაიწყო, ჩინეთზე მსოფლიო მშპ-ის 4% მოდიოდა. ახლა კი ამ ქვეყანაზე 16% მოდის და ის ერთგვარი ხერხემალია გლობალური წარმოების და მიწოდების კუთხით. ამასთან, ჩინეთი ასობით მილიონი მდიდარი მომხმარებლის ქვეყანაა, რომლებიც ძალიან ბევრს ხარჯავენ ძვირად ღირებულ ნივთებში, ტურიზმსა და ავტომობილებში.

იაპონიამ გასულ წელს 8.1 მილიონ ჩინელ ტურისტს უმასპინძლა. იაპონიის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაციის მონაცემებით, იაპონიას ყველაზე მეტი ტურისტი სწორედ ჩინეთიდან ჰყავდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სასტუმროები, რესტორნები და რითეილერები დაკარგავენ შემოსავლებს, თუ ჩინელი ტურისტების მიერ დახარჯული ფულის რაოდენობა შემცირდება. კერძოდ, როგორც ING-ის ეკონომისტი კარნელი ამბობს, კორონავირუსი უარყოფით გავლენას იქონიებს მიმდინარე კვარტალში მომხმარებელთა ხარჯვიანობაზე, რაც იაპონიის ეკონომიკის რეცესიას შეუწყობს ხელს. ამასთან, ING-ის პროგნოზით, 2020 წლისთვის მშპ 1,1%-ით შემცირდება.

წყარო: CNN

ჩვენ გირჩევთ

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება

2020 წელი ფულადი გზავნილების ზრდით დაიწყო

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება

წინა სტატია

Bezos Pledges $10 Billion - Nearly 10% Of Net Worth - Toward Solving Climate Change
18 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Japan's economy is shrinking
18 თებერვალი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker