General Motors-ი ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ტაილანდის ბაზრებს ტოვებს

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტოკონცერნი General Motors-ი აცხადებს, რომ აპირებს დატოვოს ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ტაილანდის ბაზრები. ამ გადაწყვეტილებას კომპანია ახალი სტრატეგიით ხსნის, რომლის მიხედვითაც იგეგმება არამომგებიანი ბაზრების დატოვება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ევროპიდან 2015 წელს გაიყვანა ბრენდი Chevrolet-ი, ასევე იმავე წელს დატოვა რუსეთი და 2017 წელს გაყიდა გერმანული Opel-ი და ბრიტანული Vauxhaul-ი. 2021 წლისთვის კი კომპანია აპირებს დატოვოს ავსტრალია და ახალ ზელანდია და გაემიჯნოს ბრენდ Holden-ს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, General Motors-ი მართალია ამ ქვეყნებში ავტომობილების წარმოებას წყვეტს, მაგრამ იმპორტის სახით რეალიზაციას შეინარჩუნებს.

General Motors-ი მომავალში იგივე სტრატეგიის განხორციელებას გეგმავს იაპონიის და ევროპის ბაზრებზეც. კომპანია აქცენტს ჩინეთის, მექსიკისა და სამხრეთ ამერიკის ბაზრებზე გააკეთებს.

წყარო: Bloomberg.

ჩვენ გირჩევთ

ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მლრდ-ს გამოყოფს

იაპონიის ეკონომიკა მცირდება

ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მლრდ-ს გამოყოფს

ბეზოსი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის $10 მლრდ-ს გამოყოფს

წინა სტატია

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები
18 February, 2020

შემდეგი სტატია

GM to Exit Australia, New Zealand and Thailand
18 February, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker