MAN Truck & Bus-მა სატვირთო მანქანების ახალი თაობა წარმოადგინა

  • MAN-ის სატვირთო მანქანების ახალი თაობა სრულიად ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
  • 8 პროცენტით შემცირებული საწვავის ხარჯი და უფრო ნაკლები გამონაბოლქვი
  • ახალი ასისტენტ-სისტემები მეტი უსაფრთხოებისთვის 

MAN Truck & Bus-მა 20 წლის შემდეგ პირველად წარმოადგინა სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თაობა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში მუდმივად ცვალებად მოთხოვნებზეა ორიენტირებული და უდიდეს სეგმენტში სრულიად ახალ სტანდარტებსა და მასშტაბებს ამკვიდრებს - ასისტენტ-სისტემების, მძღოლზე ორიენტირებული მიდგომისა და ციფრული კავშირის თვალსაზრისით.

სატვირთო მანქანების ახალი თაობის შექმნით, MAN Truck & Bus-მა გადადგა დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ გასცდეს ავტომწარმოებლის სტატუსს და გახდეს გონივრული სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მიმწოდებელი. საწვავის ხარჯის 8 პროცენტით შემცირებით, MAN-ის ახალი სატვირთოების  გამონაბოლქვიც მნიშვნელოვნად შემცირდა.

მოხვევის განახლებული ასისტენტი სატვირთოების მძღოლებს ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ზოლის შეცვლის ასისტენტი მძღოლს აფრთხილებს სხვა ავტომობილის შესახებ.

სატვირთო მანქანების ახალი თაობა ლეგენდარული სერიის ტრადიციებს გააგრძელებს. მაგალითად, MAN TGA, რომელიც 2000 წელს შეიქმნა, სატვირთოების სეგმენტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. MAN Truck-ის ახალი თაობა კი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო, სანდო, ეკონომიური და სერვისის თვალსაზრისით უფრო მეტად ხელსაყრელია.

ევროკავშირში, უახლოესი 20 წლის განმავლობაში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მოთხოვნის 40-პროცენტიან ზრდას ელოდებიან. ასევე, კიდევ უფრო გამკაცრდება გამონაბოლქვის კანონი - სავალდებულო გახდება CO2-ის გამოყოფის 15 პროცენტით შემცირება 2025 წლამდე და 30 პროცენტით 2030 წლამდე.

“ჩვენი მომხმარებლები ჩვენგან სამართლიანად ელიან პასუხებს თავიანთ კითხვებზე. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რისი მოლოდინიც ახლო მომავალშია. ეს ძალიან დიდი, მაგრამ აუცილებელი გამოწვევაა. ჩვენც შესაბამისად ვმოქმედებთ, რასაც ჩვენი სატვირთო ავტომობილების ახალი თაობა ადასტურებს,” - აცხადებს MAN-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოახიმ დრეესი.

MAN სატვირთო მანქანების ახალი თაობით თავის მომხმარებლებს და მძღოლებს სთავაზობს იმას, რასაც ისინი ამ ბრენდისგან ელოდებიან - უბრალოდ, კიდევ უფრო უკეთესს.

სატვირთო ავტომობილში მძღოლის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ნიშნავს მისი მოტივაციის და ქმედითუნარიანობის ამაღლებას. მძღოლის კმაყოფილება სატრანსპორტო კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, MAN-ის სატვირთო მანქანების ახალ თაობაში უდიდესი ყურადღება დაეთმო ერგონომიკისა და ციფრულ ტექნიკასთან კავშირის გაუმჯობესებას. ასევე კომფორტულად მართვას და მძღოლის კომფორტულად დაძინებას. ახალ მანქანებზე მუშაობისას, MAN-ში უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა მძღოლებისგან მიღებულ გამოხმაურებებს. თანამედროვე სისტემები, როგორებიცაა მოხვევის ასისტენტი, საცობი ასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ათავისუფლებს ზედმეტი წნეხისგან და მეტი უსაფრთხოება ახალ საფეხურზე აჰყავს.

საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვის შემცირებაში თავისი წილი წვლილი მიუძღვის გაუმჯობესებულ აეროდინამიკას. წარმოების კომპონენტების მასშტაბური გაუმჯობესების, ცვეთის შემცირების და სერვისის გამარტივების გამო მნიშვნელოვნად შემცირდება შესაბამისი კომპანიის ხარჯი.

რამდენად კარგია სატვირთო მანქანა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ის ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მარტივად ასრულებს ის სატრანსპორტო დავალებებს. ამაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მანქანის სანდოობასა და გამძლეობას. იმისათვის, რომ გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) სტატისტიკაში მომავალშიც საუკეთესო შედეგები ჰქონდეს, MAN-ის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა კიდევ უფრო გამძლე და უპრობლემო ტექნიკის შექმნა იყო. სრულიად ახალია და მნიშვნელოვნად გამარტივდა ავტომობილებში გამოყენებული ელექტრონიკის არქიტექტურა, რაც გაზრდის დეტალების სიცოცხლისუნარიანობას.

კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალი MAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს. MAN-ის ახალი თაობის სატვირთოების დევიზია “Simply my truck”და ეს მხოლოდ სლოგანი არ არის. იმისათვის, რომ უშუალოდ მომხმარებლებისგან მოესმინა შენიშვნები და ახალ თაობაზე მუშაობის პროცესში მათი აზრი გაეთვალისწინებინა, MAN-მა 700-ზე მეტი მძღოლი მიიწვია. მათი გამოხმაურების გათვალისწინება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. გარდა ამისა, მიუნხენში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მომხმარებელი კომპანიების წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან.

MAN Truck-ის ახალი თაობა - პროექტი ციფრებში:

- პროექტზე მუშაობის დრო: 12 000 000 საათი

- 4 000 000 კილომეტრი ტესტ-დრაივებზე, ოფიციალურ პრემიერამდე

- პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაიწერა 2 800 000 კოდი

- დიზაინზე მუშაობის დრო: 167 000 საათი

- პროექტში მონაწილეობდა MAN-ის 2 100 თანამშრომელი

- MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებში ხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა

- საწვავის ხარჯი შემცირებულია 8 პროცენტით

- იწარმოება 4 მოდელი: MAN TGX, TGS, TGM და TGL

- ეს ყველაფერი გააკეთა ერთმა გუნდმა - MAN Truck & Bus-ში 36 000 ადამიანია დასაქმებული 

სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი კომპანია MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია “თეგეტა თრაქ ენდ ბასი”, რომელიც გახლავთ “თეგეტა მოტორსის” შვილობილი კომპანია.

“თეგეტა თრაქ ენდ ბასი” დაარსდა 2006 წელს და სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში.

კომპანიის საქმიანობა მუდმივად ორიენტირებულია ხარისხზე და საიმედოობაზე.

ჩვენ გირჩევთ

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია "მეწარმეები"

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

წინა სტატია

HSBC plans to cut 35,000 jobs as profit drops 33%
19 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

ჟენევის ავტოშოუ, შესაძლოა, კორონავირუსის საფრთხეების გამო გაუქმდეს
19 თებერვალი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker