ევროპული საფონდო ბირჟები კორონავირუსის საფრთხეების გამო ეცემა

ევროპული საფონდო ბირჟები კორონავირუსის საფრთხეების გამო ეცემა

ევროპულ საფონდო ბირჟებზე ინდექსები კორონავირუსის საფრთხეების გამო ეცემა. Bloomberg-ის ცნობით, ევროპულ ბირჟებს მსგავსი ცუდი დღე არ ჰქონიათ ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც ზრდის შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეპიდემიის დარტყმა მოგზაურობასა და ე.წ ძვირადღირებულ სექტორებზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ გავლენას იქონიებს.

The Stoxx Europe 600 ინდექსი 3,6%-ით დაეცა,რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2016 წლის ივნისის შემდეგ. როგორც ე.წ ფეშენებელური კომპანიები შიშობენ, ეპიდემია მათ გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

სამოგზაურო სექტორი და ავიაკომპანიებიც ცუდ დღეშია. The Stoxx 600 სამოგზაუროდადასვენების ინდექსებიც შემცირდა ყველაზე დიდი მაჩენებლით 2016 წლის ივნისის შემდეგ. მაგალითად, Air France-KLM ეცემა დაახლოებით 9.5%-ით, EasyJet Plc -ი 14%-ით, Ryanair Holdings Plc -ი 11%-ით.

წყარო: Bloomberg

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *