ბილ გეითსი - ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში. Reddit-ის ფორუმზე გამართულ დისკუსიაში გეითს ჰითხეს თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პანდემია, რაზეც Microsoft-ის დამფუძნებელმა უპასუხა:

"თუ ქვეყანა კარგად მოქმედებს ტესტირების, იზოლაციის კუთხით, მაშინ 6-10 კვირაში ისინი დაინახავენ, რომ მხოლოდ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აქვთ და კვლავ აღადგენენ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას“.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეითსი უკვე წლებია დაკავებულია ჯანდაცვის საკითხებით. ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ამ კუთხით მუშაობს. რამდენიმე დღის წინ ბილ გეითსმა Microsoft-ის და Berkshire Hathaway-ის საბჭოც დატოვა იმისათვის, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო ქველმოქმედებისთვის.

"ამჟამად იმ ეტაზე ვართ რომ მდიდარ ქვეყნებში დაინფიცირების ბევრი შემთხვევაა. სწორი მოქმედებებით, მათ შორის ტესტირებებით და სოციალური დისტანციით 2-3 თვეში მდიდარი ქვეყნები შეძლებენ თავიდან აიცილონ ინფექციის მაღალი დონე. ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო, თუმცა, კიდევ უფრო უარესი იქნება ის თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი განვითარებად ქვეყნებზე, სადაც არ შეუძლიათ სოციალური დისტანცირება ისე, როგორც ეს მდიდარ ქვეყნებშია და სადაც საავადმყოფოების შესაძლებლობები გაცილებით დაბალია“, - აღნიშნა ბილ გეითსმა.

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიოს უმდიდრესმა 20-მა ადამიანმა $78 მლრდ-ზე მეტი დაკარგა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ეკონომიკის დასახმარებლად $40 მლრდ-ს გამოყოფენ

მსოფლიოს უმდიდრესმა 20-მა ადამიანმა $78 მლრდ-ზე მეტი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა 20-მა ადამიანმა $78 მლრდ-ზე მეტი დაკარგა

წინა სტატია

ინტერნეტგემოვნების ეროვნული თავისებურებები: საქართველო და მსოფლიო
18 March, 2020

შემდეგი სტატია

Bill Gates: Countries that shut down for coronavirus could bounce back in weeks
19 March, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker