მილიონერები გადასახადების გაზრდას ითხოვენ – მიმართვა

პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად და კორონავირუსთან “წინა ხაზზე” მებრძოლი ადამიანების მხარდასაჭერად, მილიონერები მთავრობებს სთხოვენ, რომ თავიანთი გადასახადები გაზარდონ. მათ სჯერათ, რომ ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ დაზარალებულების დასახმარებლად. მილიონერები პეტიციას აქვეყნებენ და მიმართვას ავრცელებენ მსოფლიოს მოსახლეობის მიმართ, რომელშიც ვკითხულობთ:

“Covid-19-ის გავრცელებამ და ზარალმა მსოფლიო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. ჩვენ, მილიონერებს, მსოფლიოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს უვლიან, და ვისაც სასწრაფო მანქანებით დაზარელებულები გადაჰყავს, ან ვისაც საკვები პროდუქტები სახლთან მიაქვს. მაინც, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ფინანსურად დავუდგეთ გვერდში და მზად ვართ, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადს დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს.

დღეს, ჩვენ მილიონერები, რომლებმაც მოვაწერეთ ხელი ამ წერილს, ვთხოვთ ჩვენს სახელმწიფოს, რომ გაგვიზარდოს გადასახადები ჩვენ და ჩვენნაირად ფინანსურად შეძლებულ პირებს.

ამ კრიზისისგან გამოწვეული ზარალი წლების განმავლობაში საგრძნობი იქნება. Covid-19-მა შესაძლოა ნახევარი მილიარდი ადამიანის სიღარიბე გამოიწვიოს. მილიონობით ადამიანი სამუდამოდ დაუსაქმებელი დარჩება. დაახლოებით ერთი მილიარდი ბავშვი უკვე სკოლის გარეშე დარჩა, აქედან უმეტესობას განათლების მისაღებად რესურსიც არ აქვს. საავადმყოფოებში არასაკმარისი საწოლების, პირბადეების და სასუნთქი აპარატების არასაკმარისი რაოდენობა ხაზს უსვამს ჯანდაცვაში არაადეკვატურად ჩადებულ ფულს. 

Covid-19-მა ბევრი პრობლემა გამოიწვია და ბევრს ფარდაც ახადა, თუმცა, ამ ზარალის შემსუბუქება ქველმოქმედებით ვერ მოხერხდება, რამდენიც არ უნდა გაიცეს. თანამდებობის პირებმა უნდა გაზარდონ ფონდები და მათი აზრიანად დახარჯვა უნდა ისწავლონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ჯანდაცვის, სკოლების და უსაფრთხოების დაფინანსებას ჩვენზე დაწესებული გაზრდილი გადასახადებით.

ძალიან დიდი ვალის წინაშე ვართ იმათ წინაშე, ვინც ამ პანდემიის დროს წინა ხაზზე მუშაობდა. ამ ადამიანების უმეტესობის შრომა არ არის ადეკვატურად ანაზღაურებული, იმის მიუხედავად, რომ ასეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს ასრულებენ პანდემიის პირობებში. 

ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც შეგვიძლია მსოფლიოს გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ. ასეთი შანსი მეტჯერ აღარ გვექნება.

მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ სახლის დაკარგვაზე არ ვღელავთ, არც სამსახურის და არც ოჯახის დახმარების შესაძლებლობაზე. 

გაზარდეთ ჩვენი გადასახადები. გაზარდეთ  ჩვენი გადასახადები. გაზარდეთ ჩვენი გადასახადები. ადამიანობა ჩვენს ფულზე უფრო მნიშვნელოვანია”, – წერია მილიონერების მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერს ათობით მილიონერი, მათ შორის ამერიკელი, ბრიტანელი, კანადელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, დანიელი და ა.შ.

ჩვენ გირჩევთ

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა

ივნისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 18 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

China's economy grows 3.2%, first economy to rise since coronavirus pandemic
16 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ყვარელში სასტუმრო “მეღვინეობა ნეკრესი“ გაიხსნება
16 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker