BMG-სა და UNWTO-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

“ბიზნეს მედია საქართველოსა” (BMG) და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და “ბიზნეს მედია საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ მოაწერეს.

BMG-იმ და UNWTO-მ მემორანდუმს ხელი ონლაინ გადაცემა “BMG Checkpoints-ის” ეთერში მოაწერეს. მემორანდუმი საინფორმაციო ხასიათის მხარდაჭერას და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღირებულებების მხარდაჭერას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

“ბიზნეს მედია საქართველო“ არის ერთ-ერთი წამყვანი წყარო ბიზნესის სიახლეების შესახებ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიის რეგიონში. შესაბამისად, მოხარული ვართ, დავიწყოთ ეს თანამშრომლობა. ჩვენ გვსურდა, ეს მემორანდუმი ფიზიკურად თბილისში გაგვეფორმებინა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრის ბოლოს ჩვენ ვიქნებით საქართველოში და გავმართავთ COVID-ის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელშიც მინისტერიალის ფორმატში გაიმართება და მას, დაახლოებით, 35 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. სიმბოლურია, რომ ტურიზმის მომავლის შესახებ დიალოგს სწორედ თბილისი უმასპინძლებს”, - განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

“მემორანდუმი „ბიზნეს მედია საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების მომტანია. ის გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ UNWTO-ს არამხოლოდ გაიდლაინების და მითითებების, არამედ იმ ღირებულებების პოპულარიზაციასაც, რომელსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ემსახურება,” - განაცხადა “ბიზნეს მედია საქართველოს” დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ.

ცნობისთვის: გაეროს მიერ დაფუძნებული UNWTO ტურიზმის საკითხებში უმსხვილესი სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 156 სახელმწიფოს აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი, მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას. UNWTO წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებში მხარდაჭერას სთავაზობს.

შეგახსენებთ, სექტემბერში საქართველოში UNWTO-ის ეგიდით ტურიზმის ინდუსტრიის მომავალზე მინისტერიალი იგეგმება. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღმასრულებელი პირი დაესწრება.

მემორანდუმის ხელმოწერის ლინკი:

https://www.youtube.com/watch?v=3QYNlZt1xhY&feature=youtu.be&fbclid=IwAR2Is6c8Wxv2ZOYTcusgPU0EptPfXPqzJ29DVb3fZ6G9btFmzrWr4FyQrAE

ჩვენ გირჩევთ

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

Nasdaq: Amazon-ს ინდოელი მილიარდერის კომპანიის 9.9%-იანი წილის შესყიდვა სურს

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

COVID-19-ის ვაქცინაზე მომუშავე Moderna-მ აშშ-ისგან დამატებით $472 მლნ-ი მიიღო

წინა სტატია

A memorandum of understanding has been signed between the BMG and the UNWTO
27 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

eBay-ს სარეკლამო ბიზნესი $9.2 მილიარდად გაიყიდა
27 ივლისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker