უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ახალი მიღწევებით, NEXT-ი პირველი ქართული საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე – Future Hospitality Summit-ზე ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ წარსდგა.
სამიტი 25-27 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში გაიმართა და 1000-ზე მეტ ვიზიტორსა და 100-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ანი ოცხელი (NEXT-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), ჯაიდევ მენეზესი ( Marriott International-ის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი), დანიელ ფონ ბარლოუენი (Accor Group-ის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი) და მარკ კირბი (Emaar-ის სტუმარმასპინძლობის ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი კი იყო სკოტ ანტელი, Hospitality & Franchise-ის ცნობილი იურისტი.
NEXT & Spectrum
სამიტზე საქართველო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა და არქიტექტორულმა კომპანია Spectrum-მა ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ინოვაციური პროექტებით წარადგინეს.
NEXT & Spectrum-ის ერთიანი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ტრანსფორმაციული, მდგრადი განვითარების შემუშავებაზე, განსაზღვრავს საქართველოს სტუმარმასპინძლობის მომავალს გლობალურ არენაზე.
Future Hospitality Summit-ის როლი უძრავი ქონების სექტორში:
ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა პროექტებს, ინოვაციურ საინვესტიციო ტენდენციებსა და იდეებს. სამიტი შესაძლებლობას აძლევს NEXT-ს, გამოიყენოს ეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისა და ინდუსტრიის ინოვაციური მიდგომების შესასწავლად, თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამით კიდევ უფრო გაზარდოს საქართველოს როლი ინდუსტრიის განვითარებაში.
NEXT-ის სამომავლო გეგმები
სამიტზე NEXT-მა ახალი პროექტი სახელწოდებით Next Coral-ი წარადგინა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის კუნძულებზე განხორციელდება. NEXT-ი ახალი პროექტით საერთაშორისო რუკაზე ოფიციალურად მოინიშნება და სიახლე არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც ღირებული იქნება. S