Nissan-ის და Renault-ს ალიანსი შესაძლოა შეწყდეს

Nissan-ის და Renault-ს ალიანსი შესაძლოა შეწყდეს

Forbes-ი The Financial Time-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ Nissan-მა შესაძლოა ავტოკონცერნი Renault დატოვოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა აღნიშნავს, იაპონური Nissan-ი კორპორაცია Renault-ის ალიანსიდან გასვლას გეგმავს და სავარაუდოდ კომპანია Renault-სთან თანამშრომლობის გარეშე გააგრძელებს ბაზარზე პოზიციონირებას.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის დასაწყისში, Renault ასევე გეგმავდა გაერთიანებას Fiat Chrysler Automobile (FCA)-სთან, მაგრამ აღნიშნულ გარიგებას საფრანგეთის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა.

Nissan-Renault -ის ალიანსი 1999 წელს შედგა. ავტოგიგანტის დაშლის შედეგად მხარეები ახალ პარტნიორებს მოძებნიან, მაგრამ როგორ გაუწევენ კონკურენციას Fiat Chrysler Automobiles და Peugeot-ს, ასევე Volkswagen-ს და Ford-ს, ჯერ უცნობია. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო Nissan-ს ურთიერთობა გაურთულდა Mitsubishi Motors-თან, რომელიც ასევე კომპანიის პარტნიორია.

ცნობისთვის, Nissan-ს CEO კარლოს გონი ტოკიოდან ლიბანში 31 დეკემბერს გაიქცა. გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. Nissan-მა გონს, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დაატოვებინა. 2019 წლის აპრილში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს.

წყარო: Forbes 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.