ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 15 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 15 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით 12.6 მლნ დოლარით (15%-ით) გაიზარდა. 2014 წლის ნოემბერთან შედარებით კი 6.5 მლნ დოლარით არის შემცირებული. ნოემბერში სულ 98 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, ჯამში გზავნილები 54 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად თურქეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან და რუსეთიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით, თურქეთიდან ჩამორიცხვები 3.2 მლნ დოლარით გაიზარდა, რუსეთიდან 2 მლნ დოლარით, აშშ-დან და ისრაელიდან შესაბამისად 2.1 და 2.8 მილიონი დოლარით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.