Nokia-ს პოტენციური მყიდველი შესაძლოა Microsoft-ი იყოს – ანალიტიკური კომპანია

Nokia-ს პოტენციური მყიდველი შესაძლოა Microsoft-ი იყოს – ანალიტიკური კომპანია

მობილური ტელეფონების მწარმოებელი ფინური კომპანია Nokia შესაძლოა, Microsoft-მა შეიძინოს. ამის შესახებ Forbes-ი ანალიტიკურ კომპანია CCS Insight-ზე დაყრდნობით წერს. აღნიშნული კომპანია პროგნოზირებს რომ 2021 წლისთვის Nokia-ს შემსყიდველი შესაძლოა გახდეს ამერიკული უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია და მათ შორის შესაძლოა იყოს Microsoft-ი ან Intel-ი.

Microsoft-ს და Nokia-ს უკვე აქვთ თანამშრომლობის თავიანთი ისტორია. ჯერ კიდევ 2013 წელს, Microsoft-მა გადაიხადა $7მილიარდი Nokia-ს ყურმილების ბიზნესში, რომელიც iPhone-ს და Android-ის გვერდით მესამე ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, თუმცა, ეს გეგმა ჩავარდა და შედეგად ათასობით ადამიანმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობდნენ, სამუშაო ადგილიც კი დაკარგა.

ახლა კი მიუხედავად იმისა, რომ Nokia ისევ აქტიურად გამოჩნდა მობილური ტელეფონების ბიზნესში, მაინც შეიძლება ეს კომპანია არ იყოს მაინც და მაინც მიმზიდველი პოტენციური მყიდველებისთვის. თუმცა, Nokia-ს ქსელი შეიძლება საინტერესო იყოს ამერიკული გიგანტებისთვის იმ კუთხით რომ ამერიკის მთავრობა კრძალავს იმ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერებს, რომლებიც ჩინურ მოწყობილობებს იყენებენ. მაგალითად, Huawei-ს.

Nokia-მ გასულ კვირას იმის შესახებაც კი განაცხადა, რომ შეთანხმებას მიაღწია უმსხვილეს ბრიტანულ სატელეკომუნიკაციო პროვაიდერ BT-სთან და გახდა მისი უმსხვილესი მიმწოდებელი.

“ვფიქრობთ რომ Nokia-ს ღირებულება გაიზრდება. Microsoft-ს აქვს რეალურად ინტერესი სატელეკომუნიკაციო სივრცეში. წელს უკვე ვნახეთ ჩვენ რომ მათ შეიძინეს Metaswitch-ი და Affirmed Networks-ი. ამიტომაც ვფიქრობთ რომ Nokia იქნება პოტენციური სამიზნე ისეთი კომპანიისთვის, როგორიცაა Microsoft-ი“, – განაცხადეს ანალიტიკურ კომპანია CCS Insight-ში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.