Novavax-ი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა 96%-ით ეფექტიანია

Novavax-ი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა 96%-ით ეფექტიანია

ვაქცინის მწარმოებელი ბიოტექნოლოგიური კომპანია Novavax-ი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა 96%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ს ვაქცინებთან შედარებით მცირედით უფრო ეფექტიანია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ვაქცინა ეფექტიანია კორონავირუსის საწყისი შტამისთვის, ხოლო ახალი შტამების წინააღმდეგ შედარებით ნაკლებად ეფექტიანია.

უფრო კონკრეტულად, Novavax-ი აცხადებს, რომ მისი ვაქცინა ბრიტანეთში დაფიქსირებულ B.1.1.7 ტიპის ვირუსის წინააღმდეგ 86%-ით ეფექტიანია, ხოლო სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი B1.351 შტამისთვის – 55%-ით ეფექტიანი.

კლინიკური შემოწმების ეტაპზე, არც ერთი შტამის შემთხვევაში, არც ერთი მონაწილე, რომელსაც Novavax-ის ვაქცინა ჰქონდა მიღებული, ვირუსის მწვავე გართულებებით საავადმყოფოში არ მოხვედრილა. არც გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულა. შედეგად, ასკვნიან, რომ ვაქცინა მაღალი ეფექტიანობით  გამოირჩევა.

ცნობისთვის, Novavax-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებები კანადასთან, დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასა და ინდოეთთან უკვე აქვს გაფორმებული. კომპანია 2021 წლის შუა პერიოდისთვის 2 მლრდ დოზა ვაქცინის წარმოებას აპირებს.

Novavax-ი უახლოეს მომავალში აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციას ავტორიზაციისთვის მიმართავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.