ოქროს ფასმა 9-წლიან რეკორდს გადააჭარბა

ოქროს ფასმა 9-წლიან რეკორდს გადააჭარბა

ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ინვესტორები უსაფრთხო ადგილს ეძებენ ფულის დასაბანდებლად კორონავირუსის პანდემიის ესკალაციის და შექმნილი ვითარების გლობალურ ეკონომიკაზე გავლენების გამო.

ორშაბათის მონაცემებით, ერთი უნცია ოქროს ფასმა $1 944-ს მიაღწია, რაც წინა რეკორდს, რომელიც 2011 წელს დაფიქსირდა ($1 921) აჭარბებს. მიმდინარე წელს, ოქროს ფასმა 27%-ით მოიმატა.

UBS-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოქროს ფასი $2000-მდეც გაიზრდება წლის ბოლომდე, რასაც აშშ-ში დაბალი საპროცენტო განაკვეთი, დასუსტებული დოლარი და აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობა განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ ოქროს პარალელურად, იზრდება ვერცხლის ფასიც, რამაც ბოლო შვიდწლიან რეკორდს გადააჭარბა და ერთ უნციაზე $24.21 შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.