ოქტომბერში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.5%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი -0.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 0.2%-ით გაიაფდა. წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში ყველაზე მეტად (3%-ით) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაძვირდა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვაზე (2 %), 0.7%-ით გაძვირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები. 0.6%-ით გაიაფდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასები.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (10.9%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 1.3%-ით გაიზარდა, კავშირგაბმულობა 3.9%-ით გაძვირდა. 6.7%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 5.2%-ით გაიაფდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *