ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.7 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში (იანვარ-ოქტომბერში) საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.1%-ია.

2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. 2018 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2018 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა

slide8

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.