ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 14 პროცენტით გაიზარდა

ოქტომბერში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 14 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2016 ოქტომბერში, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 12.6 მლნ დოლარით (14%-ით) გაიზარდა. 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით კი 21 მლნ დოლარით არის შემცირებული. ოქტომბერში სულ 102.5 მლნ დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, ჯამში გზავნილები 42 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად თურქეთიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან და ისრაელიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის ოქტომბერში წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, თურქეთიდან ჩამორიცხვები 3.7 მლნ დოლარით გაიზარდა, საბერძნეთიდან ჩამორიცხვები 3.4 მლნ დოლარით, აშშ-დან და ისრაელიდან შესაბამისად 2.8 და 2.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. 1.4 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *