პანდემიამ სურსათის შეძენის წესი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს

პანდემიამ სურსათის შეძენის წესი, შესაძლოა, სრულიად შეცვალოს

მოსახლეობა იმედოვნებს, რომ პრეპანდემიურ ცხოვრების წესს მალე დაუბრუნდება, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენი ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეიცვლება. იცვლება სერვისებიც, კომპანიები ცდილობენ ახალ რეალობაზე მორგებას, გარდა ამისა იქმნება ახალი კომპანიებიც. ასე მაგალითად, Instacart-ი მიტანის სერვისია აშშ-ში, რომელსაც სურსათი მაღაზიებიდან პირდაპირ კართან მიაქვს. წელს, Instacart-ის შეკვეთების რაოდენობა 500%-ით გაიზარდა. კომპანიის აზრით, მიტანის სერვისზე მოთხოვნა პანდემიის შემდეგაც არ შემცირდება. 

“ადამიანები საკვებს კვირაში საშუალოდ 21-ჯერ მიირთმევენ, ამ საკვების უმეტესობა კი სურსათის მაღაზიებშია ნაყიდი. ეს მონაცემები პანდემიის შემდეგაც არ შეიცვლება, შეიცვლება უბრალოდ სურსათის შეძენის კულტურა,” – ამბობს Instacart-ის პრეზიდენტი ნილამ განენთირანი. 

ამერიკულ სუპერმარკეტთა ქსელის, Whole Foods-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯონ მაქეი Instacart-ის მოსაზრებას ემხრობა და მიიჩნევს, რომ სურსათის მიტანის სერვისზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

Amazon-ი, რომელმაც Whole Foods-ი 2017 წელს $13.7 მილიარდად შეიძინა, მიტანის სერვისის გაუმჯობესების ინოვაციურ გზებზე ფიქრობს. კომპანიამ ბრუკლინში უკვე გახსნა ერთი საწყობი, რომელიც მხოლოდ ონლაინ შეკვეთებზე არის გათვლილი.

“ამ პროექტზე უკვე ერთ წელიწადზე მეტია, რაც ვმუშაობთ. სურსათის ონლაინ გადასატანად ეს პროექტი Whole Food-სთვისაც და Amazon-ისთვისაც უმნიშვნელოვანესია,” – აცხადებს Whole Foods-ის პრეზიდენტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *