საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით მსოფლიოში წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადის ორი გამარჯვებული დაასახელა. ესენი არიან: PAYZE და Agrolabs.
მანამდე კი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 5-მა სტარტაპმა, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიცია მიიღო. თუმცა მათგან ორმა მოიპოვა საგზური Silicon Valley-ში immersion program – ში მონაწილეობისთვის.
გაგაცნობთ გამარჯვებულიდან ერთ-ერთ სტარტაპს- PAYZE-ს
გეგა წურწუმია, გეგა თოფაძე და კახა გელაშვილი დიდი ხანი ემზადებოდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორის მენტორებთან შეხვედრისთვის, რათა საკუთარი უნივერსალური მოდელის მქონე პლატფორმა დაეხვეწათ. Payze ე.წ Bill-Spliting მოდელზე მუშაობს, რომლითაც ელ.კომერციის პლატფორმა პროდუქტის გაყიდვის შემდეგ საკუთარ საკომისიოს ავტომატურად იღებს და ხელით თითოეულ ტრანზაქციაზე მუშაობა საჭირო აღარაა. პანდემიის პირობებში ელ. ვაჭრობა ახალ ეტაპზე ავიდა, დაიხვეწა მომხმარებელთან ურთიერთობა, დაჩქარდა სერვისის მიწოდების თაიმლაინი და ა.შ
Payze-სთვის, როგორც დარგის ავანგარდში მყოფი სტარტაპისთვის 500 Startup-ს პროგრამა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა.
გაკვეთილი 1 – იცოდე სად ხარ და საით მიდიხარ
პირველი, რაც სტარტაპერებმა უნდა გაითვალისწინონ არის სამოქმედო ჩარჩოებისა და დოკუმენტაციის შედგენა. მათი თქმით, ასეთი პროცესების მოწესრიგება ყოველ ნაბიჯზე ეხმარებათ, მათ შორის ახალი თანამშრომლების აყვანის დროსაც. როდესაც გაქვს მიზანი და სამოქმედო გეგმა, იცი საით მიდიხარ, შემომატებული ადამიანები მომენტალურად ერთვებიან პროცესში და თან პროცესები გეგმასთან იდეალურ სინთეზში მიმდინარეობს.
გაკვეთილი 2 – ყველგან და ყოველთვის – მთავარი მომხმარებელია
მომხმარებელს არასდროს მოუნდება მაღალი ფასის გადახდა, ან ამანათის დაგვიანებით მიტანა, ის ყოველთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ითხოვს მინიმალურ ფასად – ეს სიტყვები Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის. ბუნებრივია თანამედროვე მომხმარებელი პერსონიფიცირებულ, სწრაფ და უწყვეტ მომსახურებას ითხოვს. Payze-ც კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მთავარია უსმინო კლიენტის უკუკავშირს და ბაზრის მოთხოვნებს. მხოლოდ აქედან გამომდინარეობს საუკეთესო პროდუქტიც, მომსახურეობაც და საბოლოო ჯამში წარმატებული გუნდიც.
გაკვეთილი 3 – არ უთხრა უარი ჩქარ ტემპს
როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად გუნდი სწრაფ განვითარებას კრიტიკულად უყურებდა. მათი თქმით, დიდი ტემპი შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის, თუმცა სტარტაპს ამის არ უნდა ეშინოდეს. აუცილებელია პროცესების მაქსიმალური ტემპით მართვა და ენერგიის 100%-ით დახარჯვა. შეცდომები, რომელსაც საწყის ეტაპზე უშვებთ, განსაკუთრებით სასარგებლოა კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.
გაკვეთილი 4 – იყავი მარტივი და გაფართოვდი
დღევანდელი ადამიანების ცხოვრება განსაკუთრებით გადატვირთულია. ადამიანებს აღარ სურთ რიგში საათობით ლოდინი, გაუმართავი სისტემით სარგებლობა და ა.შ ამიტომაც არამხოლოდ ონლაინ გადახდებში, არამედ ნებისმიერ ბიზნესში, რომელიც ელ. პლატფორმებს ეხება მთავარი ინოვაციურობა და სიმარტივეა, სტარტაპის დანიშნუბაც სწორედ ესაა.
„მადლობელი ვართ ყველა მენტორის, რომლებაც უსაზღვროდ დიდი როლი ითამაშეს ჩვენს განვითარებაში, პროგრამის ინციატორების, პარტნიორების და ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომისთვის! 500 Startups-ის პროგრამა არის ალბათ ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის“, – გვიყვებიან Payze-ს დამფუძნებლები.
$3 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავალი, დამატებით 161 000 მომხმარებელი, $4.6 მილიონის ოდენობის ინვესტიციები, 227 სამუშაო ადგილი და 87 პარტნიორობა – ასეთია 500Georgia-ის პროექტის პირველ და მეორე ნაკადის ფარგლებში მონაწილე სტარტაპების შედეგები,