Tesla-ს ელექტრომობილები ჩინეთის სამხედრო ობიექტებზე აიკრძალა - მედია

Tesla-ს ელექტრომობილები ჩინეთის სამხედრო ობიექტებზე აიკრძალა - მედია

ჩინეთის სამხედრო სამსახურმა Tesla-ს ავტომობილების მათ ობიექტებზე შესვლა აკრძალა, ამის მიზეზად კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები დაასახელა. ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინური მხარის გადაწყვეტილებით, Tesla-ს ელექტრომობილები სამხედრო ობიექტების გარეთ უნდა გააჩერონ.

ამასთან, Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ სამხედრო პერსონალს და სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოების წარმომადგენლებს Tesla-ს ავტომობილების გამოყენება შეუზღუდა.

როგორც  Raymond James & Associates-ის ანალიტიკოსი პაველ მოჩანოვი ამბობს, ჩინური მხარის ბოლო ნაბიჯი Tesla-სთან დაკავშირებით არის ანალოგიური, რაც ვაშინგტონმა ჩინურ Huawei-სთან მიმართებით გადადგა.

აღნიშნავია, რომ ჩინეთის სამხედრო სამსახურის გადაწყვეტილების პარალელურად, ოფიციალურ პეკინსა და ვაშინგტონს შორის შეხვედრები გაიმართა. მხარეები იმედოვნებენ, რომ ურთიერთობის დათბობას შეძლებენ, თუმცა ჩინეთის ბოლო გადაწყვეტილება ამ ტენდენციას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ამერიკული ელექტრომწარმოებელი ქარხნის შანხაიში აშენებას 2019 წელს ჩინეთის მთავრობა მიესალმა. უფრო მეტიც, Tesla-ს „მოდელ 3“-ის ტიპის სედანები ჩინეთში ელექტრომობილებს შორის ყველაზე გაყიდვადი იყო მანამ, ვიდრე მას ჩინურმა ბიუჯეტურმა ელექტრომობილმა არ გაუსწრო. Tesla-მ გასულ წელს ჩინეთში 147 445 ავტომობილი გაყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *