Pfizer-ი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ნებართვაზე განაცხადს სავარაუდოდ, ნოემბერში შეიტანს

Pfizer-ი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ნებართვაზე განაცხადს სავარაუდოდ, ნოემბერში შეიტანს

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის საგანგებო დასტურის მოსაპოვებლად, აშშ-ის წამლისა და საკვების ფედერალურ სამსახურში (FDA) განაცხადს, სავარაუდოდ, ნოემბრის მესამე კვირას შეიტანს. ამის შესახებ Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა იუწყება. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ აშშ-ის ვაქცინა არჩევნებამდე ალბათ არ ექნება, თუმცა, წლის ბოლომდე ავტორიზაციის შესაძლებლობა მაინც არსებობს.

ამასთან, ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ Pfizer-ი შესაბამის დოკუმენტებს რეგისტრაციისთვის მხოლოდ მაშინ შეიტანს, როდესაც ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია მისაწვდომი გახდება. 

“ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ სრული ინფორმაციის დაგროვებას ყველაზე დიდი ხანი დაჭირდება,” – ამბობს ბურლა. ეფექტურია თუ არა Pfizer-ის ვაქცინა, ეს ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება. კლინიკური ცდის მონაწილეების ჯანმრთელობას კი Pfizer-ი მომავალი ორი წლის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდება.

პარალელურად, კომპანიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ამზადებენ პოტენციურ ვაქცინას. კომპანია წლის ბოლომდე 100 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს. როგორც Pfizer-ის წარმომადგენელმა Daily Mail-ს განუცხადა, მათ უკვე შეძლეს ასობით ათასი დოზის წარმოება. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.