ფრანგი მილიარდერი და პოლიტიკოსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი მილიარდერი და პოლიტიკოსი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა.

69 წლის დასო ფრანგული ავიამშენებელი კომპანია Dassault-ს მფლობელი იყო, ის გუშინ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ  რეგიონში მდებარე საკურორტო ქალაქ დოვილთან მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მისი ვერტმფრენი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. დაიღუპა პილოტიც.

დასო ფრანგი მილიარდერი ინდუსტრიალისტის, სერჟ დასოს შვილია, რომლის მიერ დაფუძნებული ჯგუფი Rafale-ი სამხედრო თვითმფრინავებს აშენებს და რომელიც ფლობს ასევე ცნობილ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ს. შეიძლება ითქვას, რომ დასოს ქონების უმეტესი ნაწილი მემკვიდრეობით მამისგან ერგო.

მილიარდერის გარდაცვალებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც „ტვიტერზე“ დაწერა: „ოლივიე დასოს უყვარდა საფრანგეთი. ის ინდუსტრიის კაპიტანი, ადგილობრივი დეპუტატი იყო. მას არასოდეს შეუწყვეტია ჩვენი ქვეყნის  მსახურება“.

მაკრონმა მის გარდაცვალებას „დიდი დანაკარგი“ უწოდა.

ოლივიე დასოს სამი შვილი ჰყავს. მისი კომპანია Dassault Aviation-ი კი საფრანგეთში უმსხვილესი წამყვანი ავიამშენებელია ბოლო 70 წლის განმავლობაში. ამასთან, დასო საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრი იყო, რის გამოც მან Dassault-ის დირექტორთა საბჭო  დატოვა, რათა მის პოლიტიკურ საქმიანობას ინტერესთა კონფლიქტი არ გამოეწვია.

Forbes-ის მიხედვით, ოლივიე დასო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 361-ე ადგილს იკავებდა. ის დაახლოებით $7.15 მლრდ-ის მფლობელია თავის და-ძმებთან ერთად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *