Porsche Bugatti-სთან და ხორვატიულ ელექტრომობილების მწარმოებელთან ერთად ახალ ჰიპერქარის კომპანიას შექმნის

Porsche Bugatti-სთან და ხორვატიულ ელექტრომობილების მწარმოებელთან ერთად ახალ ჰიპერქარის კომპანიას შექმნის

Porsche, ხორვატიული ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდი Rimac-ი და Bugatti ახალი საერთო პროდუქტის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ კომპანიებმა საერთო განცხადებაში ისაუბრეს. ახალ ერთობლივ პროექტს Bugatti-Rimac-ი  ერქმევა და მას სავარაუდოდ ჰიპერქარის სტატუსი ექნება (სპორტ- ან სუპერქარი გაუმჯობესებული შესაძლებლობებით). კომპანიებში ვარაუდობენ, რომ მისი შექმნის პროცესი წლის ბოლო მეოთხედში დაიწყება.

ხორვატიული კომპანიის წილი აღნიშნულ პროექტში 55% იქნება, გერმანული ავტომწარმოებლისა კი – 45%. საინტერესოა ისიც, რომ „პორშე“ ამჟამად Rimac-ის წილების 24%-ს ფლობს.

პირველი ავტომობილები, რომელთაც კომპანიები ერთობლივად გამოუშვებენ 8-ცილიანდრიანი და 1500-ცხენისძალიანი „ბუგატი“ და 2.4$ მილიონ დოლარად შეფასებული სრულად ელექტრო Rimac Nevera იქნება. ვარაუდობენ, რომ ამ უკანასკნელს 1 900 ცხენის ძალა ექნება და ის 402 კმ/სთ სიჩქარით შეძლებს გადაადგილებას.

კომპანიების დამფუძნებლები და აღმასრულებელი დირექტორები აღნიშნულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ეს უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ავტოინდუსტრიაში. თუმცა კომპანიებს პროექტის ფინანსური ხარჯთაღრიცხვა ჯერჯერობით არ წარმოუდგენიათ.

ვარაუდობენ, რომ ახალი ბრენდი, Bugatti-Rimac-ი, 430 ახალ თანამშრომელს დაასაქმებს. საინტერესოა, რომ კომპანიების აღნიშნული ნაბიჯი მალევე მოჰყვა ავტომწარმოებლებისაგან ბოლო დროს გახშირებულ განცხადებებს საკუთარი ენერგოპოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.