ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშეები

2017 წელს საქართველოს აეროპორტები 4 073 959 მგზავრს მოემსახურა. ქართული ავიაბაზრის 90% უცხოურ ავიაკომპანიებს უკავიათ.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველ ადგილზე ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელიც წლის განმავლობაში 463 840 მგზავრს მოემსახურა და მთლიანი ბაზრის 12% დაიკავა. გასულ წელს თურქულ ავიაკომპანიას მთლიანი ბაზრის 16% ეკავა.

ბაზრის 10% უკავია Georgian Airways-ს, რომელიც გასული წლის განმავლობაში 385 894 მგზავრს მოემსახურა.

მესამე პოზიციაზე ავიაკომპანია Wizz Air-ია, რომელიც 2017 წელს 313 325 მგზავრს მოემსახურა და მთლიანი ბაზრის 8% დაიკავა.

ბაზრის 7% მოდის Ukraine International Airlines-ზე, რომელიც გასულ წელს 282 616 მგზავრს მოემსახურა.

ხუთეულში შედის Fly Dubai-იც, რომელიც წლის განმავლობაში 244 208 მგზავრს მოემსახურა და მთლიანი ბაზრის 6% დაიკავა.

ჯამში 2017 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთანაკადი 43.43 %-ით გაიზარდა. 2017 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 164 139 მგზავრს მოემსახურა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 495 668 მგზავრი იქნა გადაყვანილი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 49.31%-ით გაიზარდა და 405 173 მგზავრი შეადგინა.

გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, ბაზრის 5% უკავია აეროპოლტს. ავიაკომპანია გასულ წელს 198 754 მგზავრს მოემსახურა.

ბაზრის 4% უკავია ურალის ავიახაზებს – გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 155217-ს შეადგენს.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილი რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით შემდეგია:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.