ქართული Entrée ლონდონშიც გამოჩნდა

ქართული Entrée ლონდონშიც გამოჩნდა

ქართული რესტორნების ქსელმა Entrée-მ ლონდონში პირველი კაფე გახსნა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ანტრე ლონდონში“, სულ რამდენიმე კვირაში ჩვენი პირველი ლოკაცია ნოთინგ ჰილ გეითის #138-ში სიხარულით მოგემსახურებათ“, – წერენ „ფეისბუკზე“.

დიდი ბრიტანეთი Entrée-ისთვის რიგით მეორე უცხოური ბაზარია. ქართულ კომპანიას რესტორნები აზერბაიჯანის დედაქალაქშიც აქვს. კერძოდ, ბაქოში ხუთი კაფე ფუნქციონირებს. საქართველოში კი Entrée-ს რესტორნები მხოლოდ თბილისშია, სადაც სულ 15 რესტორანი მუშაობს.

ცნობისთვის, „ანტრეს“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 16.47 მლნ ლარს შეადგენდა.