ქართული ღვინის 10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანია

ქართული ღვინის 10 ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი კომპანია

2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ კი 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქართული ღვინის ტოპ 10 ექსპორტიორი კომპანია შემდეგია:

• ს.ს. თბილღვინო
• ს.ს. თელიანი ველი
• შ.პ.ს ბადაგონი
• შ.პ.ს ტიფლისკი ვინნი პოგრებ
• შ.პ.ს. კახური ტრადიციული მეღვინეობა
• შ.პ.ს. BOLERO & COMPANY
• შ.პ.ს. ქართული ღვინის სახლი
• ს.ს. თელავის ღვინის მარანი
• ყვარლის სარდაფი
• შ.პ.ს GWS

სააგენტოს მიერ მოწოდებული ექსპორტიორი კომპანიების პირველი ათეული არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით, ამასთან სააგენტო არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა რაოდენობის ღვინო გაიტანეს ექსპორტზე აღნიშნულმა კომპანიებმა. 2017 წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი ჯამში 250-მდე კომპანიამ განახორციელა.

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 12,8 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 4,2 მლნ, „წინანდალი“ – 3,4 მლნ, „ახაშენი“ – 1,5 მლნ, „ხვანჭკარა“ – 887,5 ათასი, „ტვიში“ – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.