ყველაზე მაღალშემოსავლიანი მობილური ოპერატორები საქართველოში

ყველაზე მაღალშემოსავლიანი მობილური ოპერატორები საქართველოში

წლის პირველ რვა თვეში საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა 294 177 853 ლარის შემოსავლები მიიღეს (დღგ-ს და აქციზის გარეშე).  

აგვისტოში ოპერტორების შემოსავლებმა 41,944,890 ლარი შეადგინა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მობილური ოპერატორების შემოსავლები წლის პირველ რვა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20,2 მლნ ლარით გაიზარდა. 

შემოსავლები, მობილური კომპანიების მიხედვით, შემდეგია: 

  • მაგთიკომი – 135,8 მლნ ლარი
  • ჯეოსელი – 108,7 მლნ ლარი
  • მობიტელი (Beeline) – 48,7 მლნ ლარი
  • სილქნეტი – 729 000 ლარი
  • ჯიმობაილი – 94 090 ლარი 

2017 წლის პირველ 8 თვეში შემოსავალი ყველაზე მეტად მაგთიკომს გაეზარდა, – კომპანიის შემოსავლები წლიურად დაახლოებით 12 მლნ ლარით გაიზარდა. ჯეოსელის შემოსავლები წლიურად 7 მლნ ლარზე მეტად გაიზარდა. 

აგვისტოში ყველაზე მეტი შემოსავალი მაგთიკომმა მიიღო და მან 19,2 მლნ ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში 15,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო ჯეოსელმა, ხოლო Beeline-მა კი 7 მლნ ლარის. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში მობილურის 5,112,307 აბონენტია. აქედან 1,997,546 აბონენტი ჰყავს მაგთის, 1,803,420 ჯეოსელს, 1,290,582 ბილაინს, 18,523 სილქნეტს, ხოლო 2,236 ჯიმობაილს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *