"მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელი", - ქარის სადგურმა ენერგიის 53% აითვისა

"მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელი", - ქარის სადგურმა ენერგიის 53% აითვისა

ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჩართვის დღიდან სექტემბრის ბოლო მონაცემებით 80 000 000 კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. 

მიმიდინარე წლის განმავლობაში სადგურის მიერ ქარის ენერგიის რესურსის ათვისება 53% უტოლდება, რაც ენერგეტიკის განვითარების ფონდის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია. 

სადგური ექსპლოატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, კვალიფიციურ საწარმოდ კი 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა. 

ამასთანავე შეგახსენებთ, რომ პროექტი, მისი ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, EMEA Finance -მა (Europe, Middle East and Africa Finance) ქართლის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა. 

ფოტო: Shermazana, ენერგეტიკის განვითარების ფონდი .

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.