ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის ყველაზე ფილანთროპი ამერიკელი მილიარდერების სია გამოაქვეყნა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებაზე დახარჯულ თანხაზე დაყრდნობით შეადგინა.
გამოცემის ინფორმაციით, სიის სათავეში ინვესტორი უორენ ბაფეტი აღმოჩნდა, რომელმაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $42.8 მლრდ გაიღო. რეიტინგის მეორე ადგილზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი და მისი მეუღლე მელინდა არიან. წყვილმა, რომლის ქონებაც $120,7 მილიარდად ფასდება, ქველმოქმედებაზე $29,8 მლრდ დახარჯა.
მესამე ადგილზე კი ფინანსისტი ჯორჯ სოროსია, რომელმაც Forbes-ის მონაცემებით, წლების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $16,8 მლრდ გაიღო.
Forbes-ის მიერ დასახელებული ყველაზე ქველმოქმედი ამერიკელი მილიარდერის TOP-ათეული ასე გამოიყურება:
1. უორენ ბაფეტი
ქველმოქმედების სფერო: ჯანმრთელობა, სიღარიბის შემცირება
გაღებული თანხა ჯამურად: $42.8 მილიარდი
ქონება: $88.8 მილიარდი
2. ბილ და მელინდა გეითსები
ქველმოქმედების სფერო: ჯანმრთელობა, სიღარიბის შემცირება
გაღებული თანხა ჯამურად: $29.8 მილიარდი
ქონება: $120.7
3. ჯორჯ სოროსი
ქველმოქმედების სფერო: ეკონომიკური განვითრება; ადამიანის უფლებები
გაღებული თანხა ჯამურად: $8.6 მილიარდი
ქონება: $16.8 მილიარდი
4. მაიკლ ბლუმბერგი
ქველმოქმედების სფერო: კლიმატური ცვლილებები
გაღებული თანხა ჯამურად: $11.1 მილიარდი
ქონება: $54.9 მილიარდი
5. ჩაკ ფინი
ქველმოქმედების სფერო: მეცნიერება, ადამიანის უფლებები
გაღებული თანხა ჯამურად: $8 მილიარდი
ქონება: n/a
6. მაკკენზი სკოტი
ქველმოქმედების სფერო: რასიზმთან ბრძოლა, გენდერული და ეკონომიკური თანასწორობისთვის ბრძოლა
გაღებული თანხა ჯამურად: $5.83 მილიარდი
ქონება: $55.2 მილიარდი
7. გორდონ და ბეთი მურები
ქველმოქმედების სფერო: მეცნიერება, განათლება და გარემოს დაცვა
გაღებული თანხა ჯამურად: $5.15 მილიარდი
ქონება: $11.8 მილიარდი
8. ელი და ედიტ ბროდი
ქველმოქმედების სფერო: განათლება, ხელოვნება, მეცნიერება
გაღებული თანხა ჯამურად: $2.8 მილიარდი
ქონება: $6.9 მილიარდი
9. ჯიმ და მერლინ საიმონები
ქველმოქმედების სფერო: კვლევები
გარებული თანხა ჯამურად: $2.7 მილიარდი
ქონება: $23.5 მილიარდი
10. მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი
ქველმოქმედების სფერო: მეცნირება, განათლება
გაღებული თანხა ჯამურად: $2.7 მილიარდი
ქონება: $90 მილიარდი.