ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად იზრდება

ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად იზრდება

იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 70,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 154,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 49%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

ჩინეთი – 38% (6 736 081 ბოთლი)
რუსეთი – 76% (43 903 947)
უკრაინა – 48%(7 660 334)
პოლონეთი – 12% (2 388 352)
ლატვია – 29% (1 467 464)
ბელარუსი – 59% (1 682 008)
აშშ – 51% (445 020)
გერმანია – 49% (402 318)
ისრაელი – 172% (204 074)
მონღოლეთი – 82% (168 162)
იაპონია – 8% (155 100)
საფრანგეთი – 176% (99 112)
აზერბაიჯანი 67% (111 522)

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (43 903 947), უკრაინა (7 660 334), ჩინეთი (6 736 081), ყაზახეთი (3 096 879) და პოლონეთი (2 388 352).

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 16 337 174 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 82%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 35,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 251 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 767,7 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 142%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 257,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 47% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *