2017 წელს საქართელოში 12 ათას ტონამდე წამალი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულება 354 მილიონ დოლარს აჭარბებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს რაოდენობა საქართველოსთვის უპრეცენდენტოა.
ქვეყანაში იპორტირებული მედიკამენტების დიდი წილი დაფასოებული სახით არის შემოსტანილი, მცირე ნაწილი კი საბითუმო შეფუთვებით.
ქვეყნების ტოპ ხუთეული, საიდანაც გასაყიდად დაფასოებული წამლები შემოვიდა ასე გამოიყურება:
1. თურქეთი – 818 ტონა
2. გერმანია – 692 ტონა
3. უნგრეთი – 295 ტონა
4. საფრანგეთი – 157 ტონა
5. ირლანდია – 5 ტონა
განსხვავებულია იმ ქვეყნების ტოპ ხუთეული, საიდანაც წამლები დაუფასოებლად შემოვიდა:
1. ინდოეთი – 96 ტონა
2. ჩინეთი – 76 ტონა
3. აშშ – 18 ტონა
4. ესპანეთი – 16 ტონა
5. ლატვია – 3 ტონა