ალტერნატიული დანახარჯი (ინგლისურად Opportunity Cost) არის გადაწყვეტილების ფარული ხარჯი, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, როდასაც ორ ან მეტ ალტერნატივას შორის ვაკეთებთ არჩევანს. მაგალითად, გაქვთ 1,000 დოლარი, რომელიც შეგიძლიათ ბანკში ანაბარზე დადოთ და წლიურად სარგებლის სახით მიიღოთ 10% (100 ლარი). ანაბარზე დადების ალტერნატივას თუ კომპანიის ობლიგაციის ყიდვას ამჯობინებთ, ობლიგაციის ყიდვის ალტერნატიული ხარჯი იქნება 100 ლარი, ანუ ის შესაძლო სარგებელი, რის მიღებაც შეგეძლოთ.
ალტერნატიული ხარჯები ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს, რადგან ნებისმიერი ადამიანი შეზღუდულია რესურსებში და სურს, რაც შეიძლება ეფექტიანად დახარჯოს თანხა. ამიტომ ის უნდა ეცადოს, საუკეთესო ალტერნატივა შეარჩიოს. ალტერნატიულ ხარჯებს ითვალისწინებს ნებისმიერი საწარმო და პირი, როდესაც რეალურ მოგებას თვლის.