განვითარებადი ეკონომიკა (ინგლისურად Developing Economies) არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამომხატველი ტერმინი. ამ ტერმინს ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ ქვეყნების დასაჯგუფებლად. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი ვერ აღწევს 20 ათას დოლარს ან აღწევს, მაგრამ შემოსავლის ძირითადი წყარო ბუნებრივი რესურსების ექსპორტია და არა ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და ტექნოლოგიური განვითარება. კერძოდ, ექსპორტში ბუნებრივი რესურსების წილი თუ 50%-ზე მაღალია, ითვლება, რომ ქვეყანა განვითარებადი ეკონომიკაა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობით მდიდარ არაბულ ქვეყნებში ერთ მოსახლეზე შემოსავალი მაღალია, ისინი განვითარებად ეკონომიკებად ითვლებიან. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა (დაახლოებით 155) განვითარებადი ეკონომის მქონე ქვეყნებად მიიჩნევა.
სხვა სიახლეები
- Related Articles
- More from Author