რა არის რისკ-პრემიუმი?

რა არის რისკ-პრემიუმი?

რისკ–პრემიუმი (ინგლისურად Risk Premium) არის დამატებითი შემოსავალი, რომელმაც რისკიანობის დონე უნდა დააკომპენსიროს. მაგალითად, რაც უფრო რისკიანი კლიენტისთვის ხდება თანხის სესხება, თანხის გამსესხებელი მით მეტ საპროცენტო განაკვეთს ითხოვს. სხვა შემთხვევაში არ უღირს მაღალი რისკის მატარებელ ადამიანისა თუ კომპანიისთვის ფულის მისესხება. სწორედ ნამატი პროცენტი, რასაც რისკიანობის გამო უმატებს, არის რისკ-პრემიუმი. ასევე ხდება ინვესტირების დროს, თუ შემოსავალი ბუნდოვანია და ინვესტირებას მაღალი რისკები ახლავს, ინვესტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩადებს ინვესტიციას, თუ აქედან მაღალ მოგებას მოელის.

რისკ-პრემიუმს შემდეგი მარტივი ფორმულით თვლიან: რისკის მატარებელ შემოსავალს გამოკლებული რისკისგან თავისუფალი შემოსავალი. რომ არა რისკ-პრემიუმი, ინვესტორები მაღალ რისკიან გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ და დაბალ, მაგრამ გარანტირებულ შემოსავალზე იმუშავებდნენ.

აქტივების რისკიანობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, ქვეყნის პრობლემებით დაწყებული, აქტივის მფლობელის, ფიზიკური თუ იურიდიული პირის პრობლემებით დასრულებული. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად, პირველ რიგში ქვეყნის წინაშე არსებული რისკები იყოს მინიმალური, რასაც ამ ქვეყანაში არსებული კომპანია ინდივიდუალურად ვერ დაძლევს და იაფი სესხის ან კაპიტალის მოზიდვა გაუჭირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *