TIME-მა წლის ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

TIME-მა წლის ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ბევრისთვის ის გამბედაობისა და სიმამაცის სახედ იქცა. აღნიშნულ შეხედულებას ამერიკული გამოცემა TIME-იც იზიარებს, რომელმაც ომის დაწყებიდან თითქმის ცხრა თვის თავზე, 2022 წლის ადამიანად სწორედ ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა. გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში ზელენსკის როგორც ომის დროის ლიდერის თვისებებზეა ყურადღება გამახვილებული.

შეგახსენებთ, გასულ წელს TIME-ის წლის ადამიანის წოდება Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ერგო, რომელიც ამჟამად კიდევ ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის, Twitter-ის ხელმძღვანელია.

ცნობისთვის, TIME-ი წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. გამოცემამ პირველად ეს წოდება მფრინავ ჩარლზ ლინდბერგს მიანიჭა. ეს უკანასკნელი პირველი ადამიანია, რომელმაც ატლანტის ოკეანეს მარტომ გადაუფრინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *