რა თანხა დაკარგა ჟერარდ პიკემ საფეხბურთო კარიერის დასრულებით?

რა თანხა დაკარგა ჟერარდ პიკემ საფეხბურთო კარიერის დასრულებით?

ჟერარდ პიკეს მიერ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასა“ და ფეხბურთის დატოვებამ ყურადღება არამარტო მისი, როგორც ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის კარიერიდან გამომდინარე, არამედ მისი სამუშაო კონტრაქტიდან გამომდინარეც მიიპყრო. მიუხედავად ამისა, რთულია ზუსტი თანხის დადგენა, რომელსაც პიკე კარიერის დასრულებით დაკარგავს, რადგან მისი შემოსავლის უმეტესი ნაწილი ბონუსებზე იყო დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, ცენტრალური მცველი უარს ამბობს „ბარსელონასთან“ წლინახევრის კონტრაქტზე და საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კარიერის დასრულების ბონუსთან დაკავშირებით. ესპანური სპორტული გამოცემების დიდი ნაწილის ვარაუდით, ფეხბურთელის მიერ დაკარგული თანხა 20-დან 50 მილიონ ევრომდე მერყეობს. თავად ჟერარდ პიკემ, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კლუბზეც აისახა, „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე შეცვალა.

El Mundo-ს ცნობით, მისი ფიქსირებული ხელფასის მსგავსი კურსის შენარჩუნების შემთხვევაში (2021 წელს, ლაპორტას მიერ გაფორმებული კონტრაქტი), პიკე 22 მილიონ ევროს იზარალებს, საიდანაც 12 მილიონი ევრო ფიქსირებული ხელფასიდან, 10 მილიონი ევრო კი მუდმივი ბონუსებიდან იქნება. ლაპორტასთან წინა კონტრაქტით, ფეხბურთელის ფიქსირებული შემოსავალი ხელფასიდან და ბონუსებიდან, 29.5 მილიონი ევრო იქნებოდა.

თუმცა, გამოცემა AS-ის მტკიცებით, „ბარსელონა“ პიკეს წასვლით 50 მილიონს დაზოგავს, რადგან ფეხბურთელი კლუბს კონტრაქტის დარჩენილი წლინახევრის პერიოდს აპატიებს. Marca-ს ინფორმაციით კი, კატალონიელი ფეხბურთელის მიერ 20-25 მილიონი ევროს გამომუშავების შეწყვეტა, კლუბისთვის დაახლოებით 50 მილიონი ევროს დანაზოგს ნიშნავს.

საბოლოო მონაცემებს ფეხბურთელის მიერ დაკარგული თანხის ზუსტი მოცულობის შესახებ, სავარაუდოდ, მომავალ კვირებში გავიგებთ. თუმცა ჟერარდ პიკეს შემოსავლები მხოლოდ მოედანზე გამომუშავებულ თანხას არ უკავშირდებოდა და შესაბამისად საინტერესოა, თუ რომელი კომპანიები გააგრძელებენ მასთან, როგორც „ბრენდთან“ თანამშრომლობას ფეხბურთელის მიერ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *