რა უნარ-ჩვევები იქნება მოთხოვნადი მომავალში?

რა უნარ-ჩვევები იქნება მოთხოვნადი მომავალში?

მსოფლიოს ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია შრომით ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების რადიკალური ცვლილებაც. McKinsey Global Institute-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საგრძნობლად შემცირდება მოთხოვნა ფიზიკურ და ელემენტარულ კოგნიტურ უნარ-ჩვევებზე, ხოლო ტექნოლოგიური, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარები მეტად მოთხოვნადი გახდება.

მომავალში სტრუქტურული უმუშევრობის თავიდან ასარიდებლად, სახელმწიფოები ცდილობენ, ხელი შეუწყონ ისეთი სასწავლო სტრატეგიების განვითარებას, რომლებიც მოქალაქეებს სამომავლოდ მოთხოვნადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. უახლესი კვლევის შედეგად გამოიყო ფუნდამენტური უნარები, რომლებიც დაკავშირებულია მომავალში დასაქმების მეტ შანსთან, მაღალ შემოსავალსა და შრომით კმაყოფილებასთან.

კოგნიტურ უნარებს შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება, დროის მენეჯმენტი, Agile აზროვნება, წერითი და ზეპირი კომუნიკაცია, მარტივად ადაპტაციის უნარი, კრეატიულობა და ცოდნის სხვადასხვა კონტექსტზე მორგება. ინტერპერსონალურ უნარებს შორის მოთხოვნადი იქნება ჯგუფური მუშაობის, კოლაბორაციის, სწავლებისა და ემოციურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, გაიზრდება მოთხოვნა ლიდერულ და ანტრეპრენიორულ თვისებებზეც.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შრომით ბაზარზე მეტად მოთხოვნადი გახდება ციფრული წიგნიერება, პროგრამული ენების ცოდნა, მონაცემთა ანალიზი, სტატისტიკა, კიბერუსაფრთხოება და ციფრული სისტემების გამოყენების უნარები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *