რადისონ ბლუ რაგბის კავშირის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა

რადისონ ბლუ რაგბის კავშირის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა

ოთხშაბათს, 23 ივლისს, „რადისონ ბლუ“, საქართველომ საქართველოს რაგბის კავშირთან პარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერა. როგორც ორივე მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს არის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

„ჩვენ ვსარგებლობთ ნებისმიერ შანსით, რომ შევიტანოთ წვლილი იმ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში, სადაც სასტუმროებს ვამუშავებთ. რაგბი საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ლიდერი სასტუმროების ქსელის სახელი ყველაზე წარმატებული სპორტთან დაგვეკავშირებინა. ლიდერები უნდა იყვნენ ერთად,“- განაცხადა ბატონმა ბერნარდ თომასმა, „რადისონ ბლუ ივერიის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო “რადისონ ბლუ”, საქართველოს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ცნობილ და წარმატებულ ბრენდთან ურთიერთობას. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და უფრო ბევრ ასპექტს მოიცავს მომავალში. მიმაჩნია, რომ ეს კარგი მაგალითი და მოტივაციაა სხვა კომპანიებისათვის და ვიმედოვნებ, რომ კერძო სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთვება ქართული რაგბის მხარდაჭერაში, რაც ქართული რაგბისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“  – განაცხადა ბატონმა გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა. 

„რადისონ ბლუ“, საქართველო და რაგბის კავშირი მომავალში როგორც მარკეტინგული, ისე სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *