დღეის მდგომარეობით დონალდ ტრამპმა წლიურად პენსიის სახით $221 400 დოლარი უნდა მიიღოს. ამას გარდა, ამაზე ორჯერ მეტი ღირებულების არაერთი სხვა სარგებელი. თუმცა, თუ მის იმპიჩმენტს სენატმა მხარი დაუჭირა, მაშინ ამ ყველაფერს ის დაკარგავს.
ამერიკული კანონის მიხედვით, პენსიას არ უზრუნველყოფენ იმ პრეზიდენტებისთვის, რომელთაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ.
თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ტრამპი პენსიის გარდა ისარგებლებს სამოგზაურო შეღავათებით, საოფისე სივრცით, თანამშრომლების ხელფასის უზრუველყოფას წლიურად $1 მილიონამდე. გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ფონდის მიხედვით, 2000 წლიდან ამერიკის ყოფილმა ოთხმა პრეზიდენტმა, რომლებიც ცოცხლები არიან, ჯამში $56 მილიონის ღირებულების სარგებელი მიიღეს.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარგებელი რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, ეს არის საოფისე ფართის ქირაობა, რომელზეც შეზღუდვები არაა. მაგალითად, გასულ წელს, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ ცალცალკე $500 000-ზე მეტი დახარჯეს ოფისის ქირაობაში. ჯიმი კარტერისთვის კი $118 000 დაიხარჯა.
კიდევ ერთი სარგებელი, რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, არის ჯანმრთელობის დაზღვევა. თუმცა, ამისთვის პრეზიდენტს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ფედერალურ სამსახურში მინიმუმ ხუთი წელი, ასე რომ მას დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს, ისევე როგორც ვერ სარგებლობს ამ შეღავათით ჯიმი კარტერიც.
შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო პენსია არც არაფერს ნიშნავდეს, ის პრეზიდენტობის დროსაც ხელფასის აღებაზე უარს ამბობდა. ტრამპი და თეთრი სახლი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ის ყოველწლიურად საპრეზიდენტო ხელფასს $400 000 ოდენობით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს ურიცხავდა.
თავად საპრეზიდენტო პენსია კი 1958 წლიდან დაარსდა, როდესაც მაშინდელ ყოფილ პრეზიდენტს ჰარი ტრუმანს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. თუმცა, მას შემდეგ არაერთხელ ყოფილა კრიტიკა და მოწოდება იმისკენ, რომ შეემცირებინათ საპრეზიდენტო პენსია და სხვა სარგებლები. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ყოფილ პრეზიდენტებს საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვთ წიგნების გაყიდვებით ან ლექციების ჩატარებიდან.