რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?

რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ Fox News-ისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანება ქვეყანაში მყოფ 1,445,549 ადამიანზე გაიცა, რომლებსაც შტატების მოქალაქეობა არ აქვთ.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, დეპორტაციას დაქვემდებარებული ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში ჰონდურასიდან არის ჩასული. მათი რიცხვი 261,651-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სიაში ყველაზე ცოტა, თითო-თითო მოქალაქე, ლიხტენშტაინიდან, მონაკოდან, სან-ტომე და პრინსიპიდან, სენ-პიერი და მიკელონიდან, ტუვალუდანა და ვანუატუდან არის.

რაც შეეხება საქართველოს, დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანების მიხედვით, აშშ-დან დეპორტაციას 833 ქართველი ექვემდებარება. მეზობელი ქვეყნებიდან სიაში აზერბაიჯანის 709, სომხეთის 2,808, თურქეთის 3,103 და რუსეთის 3,518 მოქალაქე მოხვდა.