ბრენდისა და მარკეტინგის ახალი სტრატეგიული სააგენტო ORS PAIR ბაზარზე ახლებური მიდგომებით გამოჩნდა. სააგენტოს მთავარი მიზანია, პარტნიორებს სტრატეგიული მიდგომებით დაეხმაროს კულტურულად მნიშვნელოვანი ბრენდების ჩამოყალიბებაში.
„ძირეული სტრატეგიის შექმნა ბრენდს აძლევს საშუალებას, მიიღოს ინტუიციური და გონიერი გადაწყვეტილებები, რომლებიც თანხვდენილი იქნება მის იდენტობასთან. ეს არის კარგად განსაზღვრული სტრატეგიის ძალა – ის აძლევს ბრენდებს საშუალებას, იყვნენ თანამიმდევრული, შინაარსიანი და გავლენიანი”, – ნათია ჩომახაშვილი, კომპანია ORS PAIR–ის დამფუძნებელი და CEO.
კომპანიებისთვის ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარება და შემდგომ მათი ნდობის შენარჩუნება ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს, წარმატების მისაღწევად კი ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავებას და მის ავთენტურ განხორციელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
„ჩვენი მისიაა, დავეხმაროთ ბრენდებს შინაარსის შეძენასა და მის პრაქტიკულად იმპლემენტაციაში კონტექსტის გათვალისწინებით. დავანახოთ, სად შეუძლიათ ყველაზე შესამჩნევი გავლენის მოპოვება და რა გზით შეუძლიათ მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა გარესამყაროზე”, – ნათია ჩომახაშვილი.
ORS PAIR-ის გუნდი კომპანიებს ეხმარება, რომ მათი ბრენდ-იდენტობა გავრცელდეს როგორც პროდუქტში, ასევე სერვისში, გამოცდილებაში, კულტურასა და მომხმარებელთან გადაკვეთის ყველა წერტილში.
„სტრატეგიის შედგენა ბრენდის შენების მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ORS PAIR კი თავის პარტნიორებს ამ სტრატეგიის ხელშესახებად განხორციელებისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს სთავაზობს. ჩვენთვის პარტნიორი ბრენდების ევოლუციის ყოველი ეტაპი თანაბრად მნიშვნელოვანია – შექმნიდან დაწყებული, მისი კონტექსტური ადაპტაციით გაგრძელებული”, – თეა ჭანტურიძე, სააგენტოს დამფუძნებელი და არტდირექტორი.
მიდგომა – სტრატეგიული PAIRING
კომპანიის სამუშაო მეთოდოლოგია სინერგიის პრინციპებს ეყრდნობა. Pairing, ანუ ე.წ. საქმიანი დაწყვილება, კომპანიის მიდგომებში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება, სააგენტო აღნიშნული კონცეფციის სამ ძირითად ფორმას მიმართავს:
სააგენტოსა და პარტნიორის სინთეზი (PAIR I) – მათი კლიენტები ხდებიან ORS PAIR-ის გუნდის ნაწილი და ORS PAIR-ის გუნდი – პარტნიორი კომპანიის ნაწილი.
ტალანტების კოლაბორაცია (PAIR II) – ის ისეთ სპეციალისტებს აკავშირებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგებიან კონკრეტულ მოცემულობას, სფეროს და ინტერესის არეალს.
სტრატეგიისა და კრეატივის გადაკვეთა (PAIR III) – შემოქმედებითი მხარე მთლიანად დაფუძნებულია სტრატეგიულ გადაწყვეტებზე, შედეგად ORS PAIR-ში კრეატიული ქაოსიც კი სტრუქტურულია.
შესაძლებლობა – ძირითადი მომსახურებები
პროექტი სააგენტოსა და კლიენტის პირველივე შეხვედრიდან იწყება. ყოველ ურთიერთქმედებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამუშაოში. ORS PAIR-ის მიზანია, დაამყაროს ხანგრძლივი ურთიერთობები და გახდეს პარტნიორი კომპანიების მოგზაურობის ნაწილი.
- სტრატეგია
ბრენდის სტრატეგია, მარკეტინგული სტრატეგია, კომუნიკაციების სტრატეგია, პროდუქტის მარკეტინგული სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, კონტენტ-სტრატეგია და ბრენდის გამოცდილების სტრატეგია
- ბრენდის იდენტობა და გამოხატვა
ბრენდის დიზაინი, ვიზუალური იდენტობა, ბრენდის სახელი და დასახელებების სტრუქტურა, საკომუნიკაციო ენა და ტონი
- დიზაინი და კრეატიული კომპლიმენტები
Art Direction-ი, გრაფიკული და 3D-დიზაინი, დიზაინის სისტემები და გაიდლაინები, პროდუქტის დიზაინი, გამოცდილების დიზაინი, კონტენტის შექმნა
- სტრატეგიული მხარდაჭერა და კონსულტაცია
მარკეტინგული კონსულტაცია, CMO-ტრანსფორმაცია
ORS PAIR–ის ეტიმოლოგია
კომპანიის სახელწოდების შთაგონება წამოვიდა „pairing”-იდან, რომელიც სააგენტოს ცენტრალური მიდგომების სათავესა და ბრენდის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. კომპანიის მიზნებს კი პირდაპირ ეხმიანება ტერმინი Hors Pair, რაც რაიმე განუმეორებლის, ანალოგის არმქონეს აღსაწერად გამოიყენება. მოდიფიკაციის შედეგად კი სახელწოდება და ტერმინი ORS PAIR ჩამოყალიბდა.
ORS PAIR განმარტება — განსხვავებული ელემენტების გაერთიანებით რაღაც ნამდვილად განუმეორებლის შექმნა
ORS PAIR-ის შექმნა
კომპანიის შექმნის იდეა ნათია ჩომახაშვილსა და თეა ჭანტურიძეს ეკუთვნით. კორპორაციულ სივრცეებში ერთად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების გაგრძელება ბრენდისა და მარკეტინგის ახლებური სტრატეგიული სააგენტოს დაარსება აღმოჩნდა.ORS PAIR-ის დაფუძნებამდე კორპორაციულ სივრცეში ბოლო გადაკვეთის ადგილი იყო MEAMA, სადაც ნათია – CMO-ს, თეა კი არტდირექტორის პოზიციას იკავებდა. მას შემდეგ იყო სხვადასხვა დამოუკიდებელ პროექტზე ერთობლივი მუშაობა როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე.
„არაერთ ბრენდსა და პროექტზე წარმატებულად მუშაობამ და მოთხოვნის გაზრდამ მიგვიყვანა იმ წერტილამდე, რომ ეს ყველაფერი ისეთ სააგენტოდ გარდაგვექმნა, სადაც იმავე ღირებულებებით, მსგავსი მიდგომებით და ინოვაციურ ბრენდებზე მუშაობის სურვილით გავაერთიანებდით ადამიანებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”, – ნათია ჩომახაშვილი.
ORS PAIR-ს დამკვეთები და პარტნიორები ჰყავს როგორც საქართველოში, ასევე ევროპის, კანადისა და შუა აზიის ბაზრებზე.
ინკლუზიური სამუშაო კულტურა
ადამიანებზე ორიენტირებული კულტურით, ORS PAIR მხარს უჭერს მრავალფეროვნებას, ურთიერთპატივისცემასა და ადამიანურ კავშირს.
„ჩვენ გვჯერა თითოეული ადამიანის პოტენციალის, – ამბობს თეა ჭანტურიძე. – ჩვენი მიდგომა კარს უღებს ამ პოტენციალს, ხელს უწყობს კულტურას, სადაც ყველას ყურადღებით ვუსმენთ, პატივს ვცემთ და ვაფასებთ. შინაგანი რესურსის მაქსიმალური გამოთავისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობდე. ORS PAIR სწორედ ასეთ გარემოს ქმნის – ციფრული და ფიზიკური სივრცეების ჰიბრიდულ სინთეზს, სადაც წახალისებულია ინოვაციურ იდეებზე ფიქრი და შემოქმედებითი საქმიანობა”, – თეა ჭანტურიძე.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას ვებგვერდზე orspair.com გაეცნობით. S