რატომაც არა?

რატომაც არა?

შანსი, რომ თქვენს საგადასახადო დეკლარაციას აუდიტი ჩაუტარდება, 1000-დან 2-ია, და ვფიქრობთ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მართლაც ასეა. 2008 წელს ინდივიდუალური დეკლარაციების საველე შემოწმებებმა დამატებითი გადასახადები წარმოქმნა, რომელთა თანხა საშუალოდ $19 000 შეადგენს.

ეტაპობრივად ჩატარებული აუდიტები ნახევრად პროდუქტიული მაინც რომ ყოფილიყო, ტარიფის გაორმაგება დამატებით $3 მილიარდის შემოსავალს მოიტანდა. აუდიტის გაზრდილი ტარიფები არაპირდაპირაც მოიტანს სარგებელს, თუკი გადასახადების გადამხდელების მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ კეთილსინდისიერად მიუდგნენ ამ საკითხს. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორის, ჯეფ დაბინის, გათვლებით, აუდიტზე დახარჯული დამატებითი დოლარი, მონაცემთა შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით, $58-ის მოგებას მოიტანს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შემოწმების ობიექტის შერჩევისას მოძველებულ მონაცემებს ვეყრდნობით. 1988 წლამდე ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ფედერალური საგადასახადო სამსახური შემთხვევითობის პრინციპით ირჩევდა 100 000 დეკლარაციას მოულოდნელი უსიამოვნო შემოწმებებისათვის. მიზანი გახლდათ არა იმდენად ამ უიღბლოებისაგან უკანასკნელი პენის გამოწურვა, რამდენადაც იმის დადგენა, თუ რომელ სეგმენტებში ხდებოდა დარღვევა. ეს ექსტრემალური აუდიტები ფედერალურ საგადასახადო სამსახურს უზრუნველყოფდა დარღვევების სტატისტიკური პროფილებით, რომლებიც საფუძვლად დაედო ორგანიზაციის ფორმულებს, მიმართულს არასრული მონაცემების ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე დეკლარაციების გამოსავლენად.

პრობლემა ის იყო, რომ მოულოდნელი აუდიტები უსამართლო ტვირთად აწვებოდა შერჩეულებს. ეს შემოწმებები ჩვეულებრივზე ორჯერ ხანგრძლივი იყო. ფედერალურ საგადასახადო სამსახურზე ზეწოლა იზრდებოდა და, შედეგად, სუპერაუდიტი ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი, 1995 წელს, გაუქმდა. ეს პროგრამა შეიცვალა უფრო მოკლევადიანი და ნაკლები მონაცემის გადამამუშავებელი პროგრამით, რომელიც გადამხდელებისაგან ნაკლებ ხარჯს ითხოვს, მაგრამ ნაკლებ სასარგებლო ინფორმაციასაც იძლევა მონაცემთა შესაბამისობის შესახებ.

სავარაუდოდ, აუდიტების რიცხვის გაორმაგება საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ არავის უნდა, რომ მის მისამართზე ასეთი შეტყობინება მივიდეს. რისი გაკეთება შეიძლება?
გადავუხადოთ ადამიანებს იმისათვის, რომ შემოწმება გაიარონ, მაგალითად, $3000 მოულოდნელი აუდიტისათვის. საგადასახადო სფეროს სტენფორდელი გურუ, ჟოზეფ ბენკმენი, აღნიშნავს, რომ ეს თანხა ზეკომპენსაცია იქნებოდა თითქმის ყველა გადამხდელისათვის; ის 40 საათის შეწუხებისთვის მიიღებდა $75-ს საათში. რა თქმა უნდა, ყველაზე მდიდარი გადამხდელებისა და ყველაზე რთული დეკლარაციის მქონე პირებისათვის კომპენსირება მხოლოდ ნაწილობრივი იქნებოდა და ამ თანხას შესაძლოა ვერ დაეფარა საგადასახადო ადვოკატის ან ბუღალტრის მომსახურების საფასური. მაგრამ $3000-იანი კომპენსაცია უმნიშვნელოვანესი ბერკეტის როლს შეასრულებდა საზოგადოების მხრივ აუდიტისადმი წინააღმდეგობის შემცირების საქმეში.

აუდიტის საფასურის გადახდა გარკვეული რისკია, რომელსაც მთავრობა უნდა აზღვევდეს. გადასახადების გამომთვლელი ფირმები უკვე სთავაზობენ კლიენტებს ამ სახის დაზღვევას. კომპანია H&R Block-ი $30-ად მოგყიდით პოლისს, რომლის მეშვეობითაც თქვენთან გამოგზავნიან H&R-ის აგენტს – თქვენს წარმომადგენელს აუდიტის შემთხვევაში. კომპანია Turbotax-ის საგადასახადო რესურსების სამსახური (დაახ. $300) გპირდებათ: „თქვენ არასოდეს შეხვდებით ფედერალურ საგადასახადო სამსახურს”.

დამატებითი აუდიტებისაგან მიღებული პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებელი უნდა ფარავდეს კომპენსაციის ხარჯებს და აჭარბებდეს მათ – განსაკუთრებით, თუ კომპენსაცია გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული. შეგვიძლია დასაწყისისათვის შევამციროთ კომპენსაცია $1000-მდე, აღმოჩენილი გადაუხდელი გადასახადების ყოველი $1000-ის ან 1%-ისთვის (რომელიც უფრო მეტი იქნება).

აუდიტის კომპენსირება მხოლოდ სამართლიანობის საკითხი არ გახლავთ. ჩნდება იმედი, რომ ფედერალური საგადასახადო სამსახურის მოწინააღმდეგეები ხელს აღარ შეუშლიან შესაბამისი მონაცემების მიღებას. კონსტიტუციის მოსაკრებლებისადმი მიძღვნილი მუხლის ძირითადი იდეა მთავრობის მიერ რაც შეიძლება მეტის ამოღების ტენდენციის შესუსტებაა.

ნაკლებსავარაუდოა, რომ მთავრობა, რომელსაც კერძო საკუთრების იძულებითი გასხვისების უფლების განხორციელებისთვის კომპენსაციის გადახდას აიძულებენ მონაწილეობას მიიღებს მიწის ჩამორთმევაში, რაც ფასის დაცემას გამოიწვევს.

კომპენსაციის არარსებობის პირობებში, კონგრესმა ვეტო დაადო ეფექტიან აუდიტურ პროგრამებს – აუდიტის ტარიფები მათ ოპტიმალურ დონეზე ბევრად დაბლა დაწია. აქ იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მთავრობის იძულება გადაიხადოს რაღაცის საფასური, მაღალი ალბათობით ზრდის მასზე მოთხოვნას.

არიზონას Lengthy Trial Fund-ი შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ადამიანებს ნაფიც მსაჯულებად მუშაობისათვის დღეში $300-მდე უხდის შედარებით ხანგრძლივი სასამართლო პროცესების დროს. 1973 წლამდე, როდესაც გვქონდა სამხედრო გაწვევა, შეიარაღებული ძალები კომპენსაციას უხდიდა პირებს, რომლებსაც შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გაიწვევდნენ. ეს არანაკლებ მართებულია მათ მიმართაც, ვისაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავალდებულებენ ფედერალური საგადასახადო სამსახურისათვის დახმარების გაწევას. მართლაც, კომპენსაციას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია აუდიტის რებრენდინგის საქმეში, როგორც ქვეყნის წინაშე პატრიოტული ვალის მოხდაში.

გარდა ამისა, შესაძლოა ადამიანებმა მათი გადასახადების აღრიცხვა აღიქვან, როგორც ლატარეის ბილეთის არაპირდაპირი შეძენა $3000-ის მოგების შანსით (მართლაც შეგვიძლია შევთავაზოთ მათ სპეციალური ლატარეის ბილეთი). შედეგად, აუდიტის შესახებ შეტყობინების მიღებისას, იმის მაგივრად, რომ ღრმად ამოიოხროთ, თქვენ წამოიძახებთ: „მე ლატარეა მოვიგე!”.

იან ეირესი და ბარი ნეილბაფი იელის იურიდიული ფაკულტეტის და იელის მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორები არიან. ეირესის ბოლო წიგნი, Super Crunchers (სუპერ-მოანგარიშეები), აგვისტოში გამოიცა. ესტუმრეთ მათ გვერდს: forbes.com/whynot

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *