2023 წელს მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის მოგება 44%-ით გაიზარდა

2023 წელს მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის მოგება 44%-ით გაიზარდა

2023 წელს მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის მოგება 44%-ით (1.9 მილიარდი აშშ დოლარით) გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ანგარიშში წერია.

ამავდროულად, Kaspi.kz-ში განაცხადეს ისიც, რომ 25 მარტიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები აღარ განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახურმა კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში ამერიკულ Nasdaq-ზე აქციების პირველად განთავსება (IPO) წარმატებით განახორციელა. სწორედ ეს გახდა მიზეზი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შეწყვეტისა.

ამჟამად კომპანიის მთავარი აქციონერები მიხეილ ლომთაძე (24.55%), ვიაჩესლავ კიმი (23.55%) და Baring Bostok Funds-ი (28.8%) არიან. ლომთაძის ქონებას Forbes-ი 4.5 მლრდ აშშ დოლარად აფასებს.

Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ-კომპანიად მიიჩნევა და აერთიანებს როგორც საბანკო სერვისებს, ასევე P2P-გადარიცხვებს, ონლაინმაღაზიასა და მიტანის სერვისს. მის Super App-ს თვეში საშუალოდ 13.5 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.