როგორ გააძლიერა ბიზნესი Facebook-მა 2008 წლის კრიზისის დროს, როდესაც ის ჯერ კიდევ სტარტაპი იყო

როგორ გააძლიერა ბიზნესი Facebook-მა 2008 წლის კრიზისის დროს, როდესაც ის ჯერ კიდევ სტარტაპი იყო

2008 წლის მარტში, როდესაც შერილ სენდბერგი Facebook-ს შეუერთდა როგორც მთავარი საოპერაციო ოფიცერი, კომპანია მაშინ ჯერ კიდევ სტარტაპი იყო. 2008 წლის სექტემბერში კი ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი ამერიკაში მოულოდნელად გაკოტრდა. მსოფლიო სწრაფად გადაეშვა რეცესიაში.

Facebook-ი ოთხი წლით ადრე იყო შემქნილი ამ კრიზისამდე ჰარვარდის სტუდენტების მიერ, რის შემდეგაც ის გახდა ისეთი უზარმაზარი კომპანია, როგორიც დღეს არის. ჯერ კიდევ 2008 წელს Facebook-მა 100 მილიონი მომხმარებელი შეიძინა. ახლა ამ სოციალურ ქსელს 2,9 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შედარებისთვის 2008 წელს კომპანიის შემოსავალი იყო $272 მლნ, თუმცა, იმავე წელს დაკარგა $56 მლნ. 2019 წელს კი კომპანიის შემოსავლებმა $71 მლრდ შეადგინა.

“ძალიან პატარა ბიზნესი გვქონდა“, – იხსენებს სენდბერგი Business Insider-თან.

საინტერესოა როგორ იქცა პატარა კომპანია უზარმაზარ კომპანიად?

სენდერგი ამბობს, რომ მთავარი იყო ის რომ კომპანიის ხელმძღვანელებს დაესვათ კითხვა: „რა არის შენი მთავარი ბიზნესი, რა მნიშვნელოვან სერვისს სთავაზობ მომხმარებელს?“.

Facebook-ისთვის იმ დროს კომპანიის მთავარი ბიზნესასპექტი იყო – რეკლამირების იმ დროსთან ადაპტირება.

“ჩვენ ძალიან კრიტიკულად შევხედეთ ჩვენს სარეკლამო პროდუქტებს და თავიდან გადავაწყვეთ. შევცვალეთ ფასები. შევცვალეთ სარეკლამო პროდუქცია“, – ამბობს შერილ სენდბერგი.

ახლა კი კომპანია კორონავირუსის პანდემიის პირობებში სხვა „შემხვედრ ქარს“ ებრძვის. რეკლამები შემცირდა, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში, დისტანციურად მუშაობს და სწავლობს, შესაბამისად პროდუქციის ყიდვის და გარეკლამების რაოდენობამ იკლო.

საინტერესოა როგორ უპასუხებს Facebook-ი ამჟამინდელ გამოწვევებს. სოციალური მედიის გიგანტს ნახევარტრილიონ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს.

“ახლა სხვა ეტაზე ვართ, ახლა დიდი და ჩამოყალიბებული ბიზნესი ვართ და შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს. შეგვიძლია ჩვენი სერვისები გავზარდოთ, თუმცა, ასევე გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი კარგი საქმე“, – აღნიშნა სენდბერგმა.

Facebook-მა ამ დრომდე ასობით მილიონი დოლარის დონაცია გაიღო კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, ამას კი 2008 წელს ნამდვილად ვერ შეძლებდა. სენდბერგი ამბობს, რომ ის კმაყოფილია ამ მიღწევით და იმედოვნებს, რომ სხვა სტარტაპები, რომლებიც შექმნილი კრიზისის გამო წუხან, ისე მოიქცევიან, რაც მერე მათი წარმატების საწინდარი იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *