„სასტუმრო ენერგიული მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას“ – ასე აღწერენ გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო „ეპიზოდს“, რომელიც თბილისში, პეკინის 41 ნომერში მდებარეობს.
მისი ისტორია 2021 წლის ოქტომბრიდან იწყება. დღეს კი სასტუმრომ საკუთარი ადგილისა და სახელის დამკვიდრება მაღალტექნოლოგიურობით მოახერხა.
„მიზანი ახალი თაობის ტექნოლოგიური სასტუმროს შექმნა იყო. 21-ე საუკუნის ადამიანს არ სურს დროის დაკარგვა იმაში, რისი გაკეთებაც ტექნოლოგიების საშუალებით უმოკლეს პერიოდში შეუძლია. შესაბამისად, თანამედროვე მოგზაურებისთვის სისწრაფე, კომფორტი და მოქნილობა ის მთავარი კრიტერიუმები გახდა, რომლის გათვალისწინებითაც „ეპიზოდი“ შეიქმნა“, – ამბობს ქეთევან ზივზივაძე, ეპიზოდის მარკეტინგის სპეციალისტი.
ბრენდმა ტექნოლოგიებისადმი სიყვარული საქართველოს ბანკის Ads-მენეჯერის გამოყენებითაც გამოავლინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, Ads Manager-მა გაუმარტივათ გზა, რომ სასტუმრო ეპოვა ზუსტად იმ მომხმარებელს, რომელიც მას ეძებს.
ციფრული ტექნოლოგიები სასტუმროში
„მომხმარებელს საინტერესო, განსხვავებულ გამოცდილებას ვთავაზობთ მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს“, – ამბობს ქეთევანი.
სასტუმრო 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს აერთიანებს. თითოეული დეტალი კი იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლებმა მშვიდად იმუშაონ, საინტერესო ადამიანები გაიცნონ, შთამაგონებელ იდეებზე იფიქრონ და ტექნოლოგიებს დაეუფლონ.
„ეპიზოდი მომხმარებელს არსებული სტანდარტებისგან თავისუფალ, მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს. ამ ყველაფერს შესაძლებელს ის ტექნოლოგიები ხდის, რომელიც საწყის ეტაპზე დაინერგა. მათი მახასიათებლების სპექტრი კი მუდმივად ფართოვდება. მთლიანი სამომხმარებლო გზა გაციფრულებულია, დაწყებული შესვლის დროს მოწოდებული ციფრული ბარათიდან, დამთავრებული სასტუმროსთან კომუნიკაციით. სერვისები, რომელიც, სტანდარტულად, სასტუმროებში ფიზიკური სახით სრულდება, ჩვენთან ციფრულია“, – ამბობს ქეთევანი.
Ads-მენეჯერით მოზიდული ახალი მომხმარებლები
„ეპიზოდი“ საქართველოს ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ახლახან სასტუმრომ Ads-მენეჯერის მეშვეობით იმ შეთავაზებების სპექტრი გაააქტიურა, რომელსაც პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს.
„პლატფორმამ საშუალება მოგვცა, მოქნილად და სწრაფად შეგვექმნა კონკრეტული შეთავაზება, გაგვევრცელებინა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით სამიზნე აუდიტორიისთვის და მიღებული შედეგების ანალიტიკას მარტივად, ციფრულად დავკვირვებოდით“, – იხსენებს ქეთევანი.
მისი თქმით, Ads Manager-ის მეშვეობით, მიზანზე ორიენტირებული შეთავაზებების გავრცელებით, როგორც ახალი სტუმრები მოიზიდეს, ასევე არსებულ მომხმარებლებში ლოიალობა გაზარდეს.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარდა გაყიდვებისა, პლატფორმა ცნობადობის ზრდაში დაგვეხმარა“, – ამბობს ქეთევანი და აღნიშნავს, რომ მომავალში კამპანიების დაგეგმვისას, Ads Manager-ის მონაცემებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს აუცილებლად გამოიყენებენ.
„მისი მეშვეობით ჩვენ უკეთ ვიცნობთ არსებულ და პოტენციური მომხმარებლების სურვილებსა და ქცევებს, რაც საშუალებას გვაძლევს, მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები მათთვის სასურველ ფორმატში განვათავსოთ“.
ეპიზოდი მუდმივად ვითარდება. ახლო მომავალში სასტუმროში კიდევ რამდენიმე ინოვაცია დაინერგება, რაც სამომხმარებლო გამოცდილებას უფრო მოსახერხებელს და სასიამოვნოს გახდის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანი კიდევ უფრო გაფართოებაა.
საქართველოს ბანკის განახლებული Ads-მენეჯერი კი ახლა კიდევ უფრო ეფექტიანად ეხმარება ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებაში. უახლესი ფუნქციონალებითა და გამარტივებული ინტერფეისით, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა ეხმარება ბიზნესებს საკუთარი შეთავაზება წარადგინონ საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომლებსაც 1 500 000 მომხმარებელი იყენებს. გაიგეთ მეტი Ads-მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.
S