როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები Vortex Fitness-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით?

როგორ მოიზიდა ახალი მომხმარებლები Vortex Fitness-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით?

2023 წელს თბილისში მულტიფუნქციური სავარჯიშო სივრცე, Vortex Fitness გაიხსნა და ცხოვრების ჯანსაღი სტილის მიმდევრებს მრავალფეროვანი შესაძლებლობები შესთავაზა.

„დიდი ხანი გვქონდა იდეა, შეგვექმნა ისეთი სავარჯიშო სივრცე, რომელიც ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანს გააერთიანებდა. გვაქვს დიდი სავარჯიშო სივრცეები ფიტნესის მოყვარულებისთვის, ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ჯგუფური ვარჯიშების არნახულ რაოდენობას, ჯამში ჯგუფური ვარჯიშის 13 განსხვავებულ სახეობას“, – ამბობს ამბობს ვაკო მეთეფშიშვილი, Vortex Fitness-ის დამფუძნებელი.

კომპანია დროის მოკლე მონაკვეთში სწრაფად გაიზარდა. უკვე Vortex Fitness-ს ორი ფილიალი აქვს (უნივერსიტეტის ქუჩის #2-ში და მირიან მეფის ქ. #64-ში) და 50 ადამიანზე მეტ ადამიანს ასაქმებს. მეორე ფილიალი 2024 წლის გაზაფხულზე გაიხსნა, სადაც მომხმარებელს, ახალ ჯგუფურ ვარჯიშებთან ერთად, კიდევ უფრო დიდი სავარჯიშო სივრცეები შესთავაზეს.

Vortes Fitness ახლა აქტიურად მუშაობს კომპანიის ზრდაზე. მათ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2030 წლამდე ახალი ფილიალების დამატებასთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხანში კი Vortex Fitness-ის ფილიალები დედაქალაქის გარეთაც გაიხსნება.

გამორჩეული ინფრასტრუქტურისა და მრავალფეროვანი აქტივობების გამო, ახალმა სავარჯიშო სივრცემ მომხმარებლების ყურადღება მალევე მიიქცია.

„არ გვეგონა, თუ გახსნიდან რამდენიმე თვეში 1000-ზე მეტ ადამიანს მივიღებდით დღის განმავლობაში. ამ რაოდენობას, სამწუხაროდ, ტექნოლოგიურად გაუმართავად შევხვდით, შესაბამისად, დასაწყისში გვქონდა ხარვეზები. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, თუმცა მალევე გადავლახეთ. დღეს უკვე ყველა პროცესი მობილური აპლიკაციით იმართება, რაც კომფორტულია როგორც მომხმარებლისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის“, – ამბობს ვაკო.

ინფორმაციისთვის, Vortex Fitness-ის მობილურ აპლიკაციაში შესაძლებელია აბონემენტის შეძენა, ჯგუფურ ვარჯიშებზე ჩაწერა, მწვრთნელების შესახებ ინფორმაციის მიღება, პერსონალური ვარჯიშის დაჯავშნა, საკუთარ პროგრესზე დაკვირვება და სხვა.

Vortex Fitness ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებს მომხმარებლების ლოიალობის ზრდისთვისაც. ახლახან კომპანიამ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შეთავაზება შექმნა და მომხმარებლებს ფილიალებში შესრულებულ სხვადასხვა ტრანზაქციაზე 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობა მისცა.

„Ads მენეჯერის პლატფორმას გაშვების დღიდან ვაკვირდებოდით. რამდენჯერმე გვქონდა პატარა შეთავაზება მომხმარებლისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოს ბანკისგან შემოთავაზებული პირობების გამო, გადავწყვიტეთ აქტიურად დაგვეწყო პლატფორმის გამოყენება. ჩვენი ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღეა გაშვებულია და უკვე საკმაოდ ბევრმა ახალმა მომხმარებელმა დააფიქსირა გადახდა ორივე ფილიალში“, – ამბობს ვაკო მეთეფშიშვილი.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერის დახმარებით ბიზნესი საკუთარ მომხმარებლებს 30-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვების შესაძლებლობას აძლევს. ხოლო ბიზნესის მიერ გასაწევ ხარჯს – 30-ჯერ მეტ პლუს ქულას, რომელიც მომხმარებელს უნდა გადაეცეს, AmEX და საქართველოს ბანკი ფარავენ. შეთავაზების შექმნის ვადა ახლახან გახანგრძლივდა და ბიზნესები კამპანიაში ჩართვას ნოემბრის ბოლომდე შეძლებენ.

Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომლის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, ფასდაკლების, ქეშბექის ან პლუს ქულების შეთავაზებები შექმნან და საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე წარუდგინონ.

Ads მენეჯერით შეთავაზების შექმნის დეტალური გზამკვლევი იხილეთ აქ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნა manager.bog.geდან შეგიძლიათ იმ მომხმარებლის სახელსა და პაროლის გამოყენებით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში იყენებთ. ხოლო თუ ხართ მარკეტერი, შეთავაზების შექმნისთვის დირექტორს აქვს შესაძლებლობაmanager.bog.geზე შესაბამისი როლი მოგანიჭოთ. 30-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზებაზე სრული ინფორმაციისთვის ან დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

S