როგორია ევროპის $32-ტრილიონიანი ეკონომიკის განაწილება ქვეყნების მიხედვით?

როგორია ევროპის $32-ტრილიონიანი ეკონომიკის განაწილება ქვეყნების მიხედვით?

ფოტო: Shutterstock

 

ევროპის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, 2026 წლის პროგნოზებით, $32.2 ტრილიონს მიაღწევს. თუმცა, შესამჩნევი ზრდის მიუხედავად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის” აპრილის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებელი რეალურად მხოლოდ რამდენიმე მსხვილ მოთამაშეზეა გადანაწილებული. 2026 წლისთვის რეგიონში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა კვლავ გერმანიაა, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მოჰყვებიან.

ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად, რეგიონის  ექვსი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორისაა იტალია, რუსეთი და ესპანეთი. საერთო ჯამში კი, ევროპის ეკონომიკური ბირთვი კვლავ მყარად დასავლეთშია მოქცეული — მათ შორის, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი ჯამში ევროპის $32.2-ტრილიონიანი მშპ-ის თითქმის ნახევარს, $13 ტრილიონს იკავებენ.

ამ ქვეყნების ეკონომიკური ლიდერობა ადრეული ინდუსტრიალიზაციითა და ათწლეულების განმავლობაში წარმოების, ფინანსებისა და სერვისების სწორი დივერსიფიკაციითაა გამოწვეული. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის გავლენა დასავლეთ ევროპის მეზობელ სახელმწიფოებზეც გავრცელდა, რამაც ისინი დამოუკიდებელ ინდუსტრიულ გიგანტებად აქცია. ბენილუქსის ქვეყნები — ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები — რომელთა კომბინირებული მთლიანი შიდა პროდუქტი $2.2 ტრილიონს აღემატება, ამის ნათელი მაგალითია.

გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ინდუსტრიული სიმძლავრისა ან საფრანგეთის სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით, რუსეთის $2.7-ტრილიონიანი ეკონომიკის მთავარი საყრდენი ენერგოწარმოებაა. ქვეყნის ექსპორტის ნახევარზე მეტი ნახშირწყალბადებზე, მათ შორის ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრი არაა, ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნავთობის გლობალური ბაზრის ფორმირების პროცესში.

ჩრდილოეთ ევროპის მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ნორვეგია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით ხუთი მილიონია, ნორვეგიის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის $600 მილიარდია, რაც სწორედ ენერგორესურსების დამსახურებაა.

აღსანიშნავია სამხრეთით მდებარე ქვეყნების ეკონომიკის დინამიკური ზრდაც, მათ შორის ესპანეთისა ($2.1 ტრილიონი) და პორტუგალიის ($381 მილიარდი), რომლებიც 2026 წლისთვის, სავარაუდოდ, მშპ-ის 2%-იან მატებას დააფიქსირებენ. სამხრეთ ევროპის ქვეყნების ძლიერი ეკონომიკის მიღმა კი, პანდემიის შემდგომ ტურიზმის აღდგენა,  გაზრდილი საჯარო ინვესტიციები და ენერგეტიკული თვითმყოფადობის მაღალი დონე დგას.

ევროპის $32-ტრილიონიანი ეკონომიკა ქვეყნების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

ქვეყანანომინალური მშპ
გერმანია$5 453 მლრდ
გაერთიანებული სამეფო$4 265 მლრდ
საფრანგეთი$3 596 მლრდ
იტალია$2 738 მლრდ
რუსეთი$2 656 მლრდ
ესპანეთი$2 091 მლრდ
ნიდერლანდები$1 450 მლრდ
შვეიცარია$1 147 მლრდ
პოლონეთი$1 134 მლრდ
ირლანდია$779 მლრდ
ბელგია$777 მლრდ
შვედეთი$760 მლრდ
ავსტრია$624 მლრდ
ნორვეგია$599 მლრდ
დანია$504 მლრდ
რუმინეთი$481 მლრდ
ჩეხეთი$433 მლრდ
პორტუგალია$381 მლრდ
ფინეთი$338 მლრდ
საბერძნეთი$308 მლრდ
უნგრეთი$271 მლრდ
უკრაინა$225 მლრდ
სლოვაკეთი$169 მლრდ
ბულგარეთი$148 მლრდ
ხორვატია$117 მლრდ
სერბეთი$112 მლრდ
ლუქსემბურგი$110 მლრდ
ლიეტუვა$106 მლრდ
ბელარუსი$102 მლრდ
სლოვენია$87 მლრდ
ლატვია$54 მლრდ
ესტონეთი$52 მლრდ
კვიპროსი$45 მლრდ
ისლანდია$44 მლრდ
ბოსნია და ჰერცეგოვინა$37 მლრდ
ალბანეთი$33 მლრდ
მალტა$31 მლრდ
მოლდოვა$22 მლრდ
ჩრდილოეთ მაკედონია$22 მლრდ
კოსოვო$14 მლრდ
მონტენეგრო$10 მლრდ