როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილება რეგიონების მიხედვით

როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილება რეგიონების მიხედვით

მთლიანი შიდა პროდუქტი – ეს გახლავთ მონაცემი, რომელიც აღნიშნავს ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში წარმოებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულებას. თუმცა, თუკი ამ მონაცემს უფრო გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ, რეალურად ის მხოლოდ ქვეყნების მონაცემებითაა წარმოდგენილი. სწორედ ამიტომ საინტერესოა, თუ რა კეთილდღეობას ქმნიან, როგორია მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილება მსოფლიოში რეგიონების მიხედვით.

მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 80% ნომინალურად სამ რეგიონზე:  ჩრდილოეთ ამერიკაზე, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაზე მოდის. ისინი ერთობლივად 75 ტრილიონ აშშ დოლარს ქმნიან კეთილდღეობის სახით.

შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ამ მხრივ ყველაზე მდიდარ რეგიონს 282 ქულით ჩრდილოეთი ამერიკა წარმოადგენს. შემდეგ კი აღმოსავლეთ აზიის რეგიონი მოდის, რომელსაც ნომინალურად 265 ქულა აქვს მინიჭებული და მესამე ადგილზე ევროპის რეგიონი იმყოფება.

საინტერესო ანომალიაა ისიც, რომ შეერთებული შტატების შტატი კალიფორნია მსოფლიო მშპ-ის 3.7%-ზეა პასუხისმგებელი, მაშინ როდესაც მთლიანად გაერთიანებული სამეფოსათვის ეს რიცხვი 3.3%-ს წარმოადგენს.

ამგვარი ანომალიაა ტოკიოს მონაცემებიც, რომელიც მსოფლიო მშპ-ის 2.2%-ზეა პასუხისმგებელი. სანაცვლოდ კი კანადა მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ქმნის.  ამ მონაცემებში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინდოეთსაც. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 3 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მთლიანი აფრიკის კონტინენტის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს, 2.6 ტრილიონ აშშ დოლარს.

Visual Capitalist
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *