რომელი დიდი კომპანიების აღმასრულებლმა დირექტორებმა დატოვეს თანამდებობა 2019 წელს

რომელი დიდი კომპანიების აღმასრულებლმა დირექტორებმა დატოვეს თანამდებობა 2019 წელს

Forbes-ი იტყობინება, რომ ნოემბრის მონაცემებით, 1,480 აღმასრულებელმა დირექტორმა დატოვა თანამდებობა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ჩამონათვალში მოხვდა ისეთი კმპანიების აღამსრულებელი დირექტორები, როგორიც არის HSBC-ი, McDonald’s-ი, Alphabet-ი, PG&E-ი და Wells Fargo.

PG&E-ი აღმასრულებელმა დირექტორმა, გეიშა უილაიმსმა თანამდებობა იანვარში დატოვა. მისი გადადგომა უკავშირდება კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს, რის გამოც კომპანიას 30 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პოტენციური ვალდებულებები დუფიქსირდა.

Wells Fargo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმოთი სლონმა თანამდებობა 28 მარტს დატოვა შეუსრულებელი ამოცანის გამო. მისი მისია იყო ჩიხში შესული ბანკის რეპუტაციის აღდგენა.

HSBC-ის ხელმძღვანელი, ჯონ ფლინტი თანამდებობიდან ბანკის აღმასრულებლმა საბჭომ გადააყენა და მისი გადადგომის მოთხოვნა „ბანკისთვის საჭირო ცვლილებებით დაასაბუთა“.

McDonald’s-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტივ ისტერბრუკი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კორპორატიული პოლიტიკა დაარღვია და სასიყვარული ურთიერთობა დაამყარა კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელთან.

Google-ის შემქმნელებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა Alphabet-ის ხელმძღვანელების პოსტები დეკემბერში დატოვეს. ისინი ჰოლდინგში მუშაობას დირექტორთა საბჭოს წევრების რანგში აგრძელებენ.

წყარო: Forbes